ბერზნულ პრესაში გუშინ კიდევ ერთხელ სკანდალურად გავრცელდა დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ სადაც პირდაპირ აღნიშნულია დამნაშავის პირადი მონაცემები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ეროვნებაზე არის ხაზგასმა. ბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს რომელიც, კუნძულ კრეტაზე მასაჟისტად იყო დასაქმებული საბერძნეთის პროკურატურა კლიენტების ძარცვაში ადანაშაულებს ხოლო ბერძნული პრესა ამ ფაქტს, სადაც სასამართლომ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა...
ათენში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგნენ და მიიღონ არჩვენეში მონაწილეობის უფლება, რისთვისაც ისინი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობენ. საინიციატივო ჯგუფის სახელით საჯარო განცხადებაც გავრცელდა:,, როგორც მოგეხსენებათ 28 ოქტომბერს ტარდება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები....
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრაგამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოსკარაბალისთან. ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნამიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა.   შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები და მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა, რაც გამოიხატება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ხშირი კონტაქტებით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებულ პოტენციალზე და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბიზნეს-ფორუმების გამართვის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს...
დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი - ჩვენი საპატიო თანამემამულე, ათენის ვახტანგ მეესქვსის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის დირექტორი , ათენის ქართული სახლის პრეზიდენტი, ბრიუსელში ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის და თბილისში ემიგრანტის სახლის  დამფუძნებელი, არა ერთი ჯილდოს მფლობელი, ქართული ენის ამაგდარი და გამორჩეული მოღვაწე  ქართულ დიასპორაში, წარმატებული ემიგრანტი ქალის წოდების ნომინანტი -...
იტალიის და საბერძნეთის ქართული დიასპორების ერთობლივ საქველმოქმედო აქციას იწყებენ, ამის შესახებ იტალიაში ქალაქ ბარში ასოციაცია A.I.S.-ის ხელმძღვანელის, ქართული საკვირაო სკოლა ,,აისის" და დიასპორული ჟურნალ აისის დამფუძნებლის ნინო რურუას მიერ გაკეთებული განცხდადებიდან გახდა ცნობილი და უკვე არაერთი ემიგრანტი, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი  თანამემამულე ჩაერთო, ნინა რურუას განცხდადებით: ,,DIASPORA.GE-ს დამფუძნებელ და ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო...
დათო ხუჯაძე 11 აგვისტოს კონცერტს ჩეხეთში, ხოლო 24 აგვისტოს ჯგუფ სახესთან ერთად Black Sea Arena-ზე გამართავს, ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა: „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გრძელდება კონცერტების სერია „ბლექ სი არენაზე“. 24 აგვისტოს, შეიძლება თამამად ითქვას, ლეგენდარული ჯგუფის კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენთვის საყვარელი ჯგუფი 20...
ევროკომისიამ საბერძნეთს მიგრანტების პირობების გაუმჯობესებისთვის, 37,5 მილიონი ევრო გამოუყო. აღნიშნული თანხა საბერძნეთმა მიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარების, თარჯიმნისა და კვებისთვის უნდა გამოიყენოს. ევროკომისია 6,4 მილიონ ევროს მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციასაც გამოუყოფს. ევროკავშირმა მიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად, 2015 წლიდან დღემდე 1,6 მილიარდი ევრო გამოყო.
საბერძნეთის საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრი ნიკოს ტოსკასი თანამდებობიდან გადადგა, – იუწყება Associated Press. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტოსკასს ოპოზიცია აკრიტიკებდა და ტყის ხანძრებთან ბრძოლისას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. ტოსკასის თქმით, მან რამდენიმე დღის წინაც დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომელიც ქვეყნის პრემიერმა არ დააკმაყოფილა. ამჯერად კი, ალექსის ციპრასმა მინისტრის თხოვნა გაითვალისწინა. საბერძნეთში ტყის ხანძრებისას დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზრდა, დაშავდა 200-მდე ადამიანი.
CNN GREECE-ს ინფორმაციით, ცეცხლი საბერძნეთის დედაქალაქთან ახლოს მდებარე დასახლებას მიუახლოვდა. მოქალაქეების ნაწილს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუხდა. ხანძრის გამო, დაკეტილია ათენთან ახლოს გამავალი ავტომაგისტრალი. შეფერხებით მოძრაობს სარკინიგზო ტრანსპორტიც. კვამლმა ათენშიც მიაღწია. ყველაზე რთული ვითარება კი შექმნილია სანაპიროზე მდებარე დასახლება კინეტაში. ხელისუფლებამ მოქალაქეებს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა. პოლიცია მოქალაქეებს სახლების დატოვებაში ეხმარება. ზაფხულის პერიოდში საბერძნეთის ტყეებში...
 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქ. თესალონიკში,  საბერძნეთი -  საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მაისში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალურმა კონსულმა მუხრან გულაღაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტოებისა და  საქართველოს ტურისტული...