განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ   საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის...
  სირია რუსეთის დახმარებით მზადაა მილიონი სირიელი სამშობლოში დააბრუნოს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: „2015 წლიდან, როცა სირიის ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლება დაიწყო, მილიონზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ სახლს. ახლა არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში კიდევ მილიონი ლტოლვილი დაბრუნდეს“ - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.  მისივე განმარტებით, რუსეთის მხარდაჭერით,...
საქართველოს ნაციონალური კერძი "ხაჭაპური" ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა. Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა "პიცის ჰიბრიდს" უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი. გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს...
ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამართულ კონცერტზე დაუკრავს. მსოფლიოში აღიარებული 38 წლის ქართველი მუსიკოსი სოლისტის რანგში მიიწვიეს და ის სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ნობელიის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საკონცერტო საღამოს კარინა კანელაკისი უდირიჟორებს.
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე დიდ ჯიხაიშში საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, დიასპორის სახლები უნდა შეიქმნას, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებულ თანამემაულეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციას გაუწევენ. „მიღებულია ცვლილებები როგორც კონსტიტუციაში, ასევე კანონში, რომლის გათვალისწინებით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეძლებენ, რომ...
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთ დღეში იურიდიულ ძალას დაკარგავს, შესაბამისად, მიწის გასხვისების საკითხი ახალი კონსტიტუციით დარეგულირდება, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. ამასთან, გელა ხანიშვილი ვერ აკონკრეტებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ...
  საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი არჩილ თალაკვაძე  პარლამენტში ისრაელის ლიდერთა ცენტრ „ახალგაზრდა ელჩების“ სტუდენტთა დელეგაციას შეხვდა. არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაზე, პარლამენტის საქმიანობაზე, ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვები საქართველოში მიმდინარე...
როგორც საბერძნეთ- საქართველოს სტუდენტთა და ახალგზრდობის  ასოციაციიდან გვაცნობეს 2017 წლის 18 დეკემბრს, მიგრაციის საერთოშირისო დღეს კონკურსის  „წლის ქართველი სტუდენტი საბერძნეთში“ მონაწილეებს დააჯილდოვებენ.     კონკურში მონაწილეობა საბერძნეთის განათლების და რელიგიის საქმეთა სამინისტროს მიერ ,აღიარებულ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრი,მაგისტრანტი ,დოქტორანტი)  შეეძლო . სტუდენტები დაჯილდოვდებიან შემდეგ...
გავეცნოთ აშშ ში საემიგრაციო ადვოკტის ინფორმაციით როგორგც ბატონი გივი ქუტიძე წერს თავის ოფიციალურ გვერდზე: აშშ-ს მოქალაქეობის მიღების პროცესი. თუ პირის რომელიმე მშობელი ამერიკის მოქალაქეა იმ დროს როდესაც იგი დაიბადა ან თუ იგი ამერიკის ტერიტორიაზე იქნა დაბადებული, მაშინ იგი ავტომატურად ამერიკის მოქალაქე ხდება. ნატურალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია თუ პირი 5 წლის განმავლობაში...
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ციფრი 2017 წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წელს. როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, აღნიშნულ სტატისტიკას საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ითვალისწინებენ. „ჩვენთვის ვიზალიბერალიაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმალური რისკები და საფრთხეებიც...