კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ერთვება. მან უკვე მიმართა ცესკო-ს შესაბამისი განაცხადით. დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო და ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ მას დაუჭერს მხარს: „მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, „ოცნება“ ეძებს ახლა დამოუკიდებელ კანდიდატს და მე ვიქნები, მე ასე ვფიქრობ, „ოცნების“ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ოცნება“...
თბილიში მიმდინარე დიასპორის ფორუმის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს. ფორუმის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აღმართული ბარიერების გამო სოფელში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიაპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ და ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელმა, დიასპორის წარმომადგენელმა ბელგიიდან, ანა ბალანწარაშვილმა კომენტარი გააკეთეს. https://www.facebook.com/mfageorgia/videos/10155258094100899/?t=20
იტალიას მეტი მუშაობა და ნაკლები კორუფცია სჭირდება – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროკავშირის მიმართ ბრალდებების ნაცვლად, იტალიელებმა სამხრეთის ღარიბ რეგიონებში ვითარების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ. „ძალიან მიყვარს იტალია, მაგრამ ვეღარ მივიღებ ბრალდებას, რომ იტალიის სამხრეთში არსებული მდგომარეობა ევროკავშირის არასაკმარისი დახმარების ბრალია. იტალიელებმა ღარიბ რეგიონებს უნდა მიხედონ,...
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანიაში გამომცემლობა Galiani Berlin-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ტექსტის პროზაული ვერსიის ავტორია ტილმან შპრეკელსენი. ილუსტრაციებზე კატ მენშიკმა იმუშავა.პროექტის „მოგზაურობა რუსთაველის ნაკვალევზე“ ფარგლებში, გერმანული გამომცემლობის დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციამ საქართველოს რეგიონებში შოთა რუსთაველთან დაკავშირებული გეოგრაფიული პუნქტები დაათვალიერა და შეისწავლა, რის შემდეგაც მოპოვებული მასალები გამომცემლისა და ტექსტის ავტორის მიერ დამუშავდა. ორიგინალ ტექსტზე დაყრდნობით,...
2025 წლის 8 ივნისს, ქ. ხულონში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან, შაი ქეინანთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.ასევე, საუბარი შეეხო ხულონისა და ქუთაისის დამეგობრობის საკითხს.
ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობაზე აბრა გამოცვალეს და GRUZIJOS AMBASADA-სნაცვლად SAKARTVELO AMBASADA დაკიდეს. აბრა გასულ კვირას ვილნიუსის მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შეიცვალა. ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ 3 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე. ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas. ამიერიდან, უკვე ოფიციალურად დაიწყება შემდეგი ტერმინოლოგიის გამოყენება. მაგალითად, საქართველოს საელჩო (ამჟამად...
ქართულად : ქრისტე აღსდგა ! - ჭეშმარიტად აღსდგა ! აღდგომა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავდება ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციებიც. საქართველოში აღდგომისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა ტრადიცია აქვს, ამ დღესთან დაკავშირებით, მათ აერთიანებთ სააღდგომო სუფრის გაშლის წესი, რომლის...
33 წლის ნიკო ავალიანის აპლიკაციას, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა, უკვე 3 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 500-მდე საქართველოდან. ნიკო 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ჩართულია ავტოგადაზიდვის ბიზნესში და შესწავლილი აქვს ამერიკული აუქციონების ბიზნესი, სწორედ აქედან დაიბადა IOS-ის აპლიკაცია GOFORIT-ის შექმნის იდეაც. აპლიკაცია მათთვის შეიქმნა, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს.აპლიკაცია...
ირანის საგარეო უწყება საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნას და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტება სთხოვს, ირანელებს კი საქართველოში მგზავრობისგან თავის შეიკავებას ურჩევს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა,სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, უარი თქვან საქართველოში სტუმრობაზე, თუკი ეს აუცილებელი არ არის. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის რამდენიმე მოქალაქეს, საქართველოს საზღვრის...
დაიბადა და სკოლა დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ რუისში. შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.დღეს 21 წლის გიორგი მღებრიშვილი ყველასთვის ცნობილი თავისი იუმორისტული სკეჩებით ,ცხოვრობს ბარსელონაში და  ესპანური ვოისის ლიდერია.  რამდენი წელია რაც ბარსელონაში ხართ და რატომ ბარსელონა ? -დიდი ხანი არ არის რაც ბარსელონაში ვცხოვრობ,დაახლოებით 3 თვეა...ბავშვობიდანვე  მქონდა  განსაკუთრებული სურვილი...