„დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილავენ, 40 წლამდე პირებისთვის საპენსიო ფონდში შენატანების გაკეთება სავალდებულო იქნება.
კანონპროექტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები წარადგენენ. რაც შეეხება შენატანის ოდენობას, ფონდში ხელფასის 2 პროცენტს დასაქმებული შეიტანს, 2 პროცენტს – დამსაქმებელი, ხოლო 2 პროცენტს – სახელმწიფო.
დღესვე, კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას წარადგენს ფრაქცია...
ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა.
ირლანდია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეცხრე ქვეყანაა, იმ თორმეტი სახელმწიფოდან, რომელსაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ...
https://www.youtube.com/watch?v=AKKrv2EPaCA
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის საოლქო სასამართლომ 57 წლის ქართველ მამაკაცს თებერვალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რვადღინი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გამოცემა Cyprus Mail-ი წერს.
47 წლის ერნესტო ლეონიდესი, რომელიც რუსული კრიმინალური ქსელის ადგილობრივი კოორდინატორი იყო, ლიმასოლში თებერვალში მოკლეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეჭვმიტანილის ექსტრადირება ბულგარეთიდან განხორციელდა, სადაც ის ერთი თვის წინ დააკავეს,...
2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას forest-ი „2017 წლის მიგრაციის პროფილის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ იმ უცხოელთა ნახევარზე მეტი - 53%, რომლებმაც საქართველოში უძრავი ქონება დაირეგისტრირეს, რუსეთის მოქალაქე იყო; 5%-5%-ს - უკრაინელები, სომხები და აზერბაიჯანელები შეადგენენ; 4% ისრაელის...
ათენის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის თქმით, საბერძნეთში და საქართველოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში არიან. დიასპორის წარმომადგენლები მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროს არსებული ხარვეზი გამოასწორონ.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საკონსულოებში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფასის 124 ევროდან მინიმუმ 68 ევრომდე დაწევა ანუ დაახლოებით იუსტიციის სახლის იმავე მომსახურების მოსაკრებელთან გათანაბრება...
"დიახ, მე საქართველოს რესპუბლიკიდან ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 16 წლის ასაკში გავხდი, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა,"- ამ სიტყვებით დაიწყო ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, სიტყვით გამოსვლა Women in the World 2018 წლის სამიტზე.
პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ", რომელზეც თამარ ჩერგოლეიშვილი სიტყვით გამოდის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის...
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მორგებულია ბიზნესის განვითარების დონესა და დაფინანსების საჭიროებაზე. პროგრამა გამიზნულია ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის - „სტარტაპის“ და არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი "უმასპინძლე საქართველოში“ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითარონ სასტუმრო ბიზნესი, შექმნან სამუშაო ადგილები, მოიზიდონ მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას.
აღნიშნული კომპონენტი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და...
ახალგაზრდა პოლიტიკოსი, იურისტი, ემიგრაციისა და დიასპორის საკითხთა საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი, სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და თანამედროვე ქართული პოლიტიკური კლასის ფორმირებისთვის ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრები ხალხის წიაღიდან ახალი ლიდერების გამოკვეთის საჭიროებაზე აქცენტს აკეთებს. დიასპორის მთავარი საინფორმაციო სააგენტო ირაკლი ღლონტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
,, საქართველოს მომავალი ლიდერები უნდა...
ათენში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგნენ და მიიღონ არჩვენეში მონაწილეობის უფლება, რისთვისაც ისინი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობენ. საინიციატივო ჯგუფის სახელით საჯარო განცხადებაც გავრცელდა:,, როგორც მოგეხსენებათ 28 ოქტომბერს ტარდება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები....

































