28.05.2018 ქ. თბილისი - დიასპორის ფორუმი 2018 წლის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ. პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და სულთმოფენობა მიულოცა.
,,დღეს ჩვენს მსახურებაზე იმყოფებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთაც ჩვენთან ერთად დღეს ილოცეს ყოვლადწმინდა სამების მიმართ და ვლოცავთ მათ."- განაცხადა პატრიარქმა. ,,ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს,...
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.
"თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის...
ევროკომისიის პრესსპიკერმა ჟან-კლოდ იუნკერის თბილისში ვიზიტის ამსახველ ფოტოები გამოაქვეყნა. Twitter-ის გვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს გულითადი დახვედრა მოუწყვეს.
ხვალ ჟან-კლოდ იუნკერი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
https://twitter.com/MargSchinas/status/1000023006599630848
1tv.ge
ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო - საკვირაო სკოლების მესვეურებო,
გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენს მიმართ და გამოვთქვამ მადლიერებას იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის და მეტწილად უანგარო საქმიანობისთვის, რასაც თქვენ ეწევით ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და საერთო ქართული საქმის საკეთილდღეოდ.
საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანი და ვალდებულებაა ქართულ დიასპორულ ორგნიზაციებთან, საგანმანათლებლო-კულტურულ...
https://www.facebook.com/baramidzekukuri/videos/2105561189467884/?t=11
თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, იდეა პროექტის "შენი იდეა თბილისის მერს" ფარგლებში, მოქალაქემ წარადგინა და მერია მას სიამოვნებით განახორციელებს.
"ეს პროექტი თანხვედრაშია ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე აქვს.
ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 23 სტუდენტი დააჯილდოეს.
კონკურსში მონაწილეობდნენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, სამედიცინო უნივერსიტეტიდან, შსს აკადემიიდან, ახალციხის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.
სტუდენტები 1+4 პროგრამას გადიან, რომელიც ქართული ენის შესწავლას...
„გამოგიტყდებით და ურთულესი იყო ამ საოცრად ნაზ და ფაფუკ ქსოვილზე მუშაობა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი… ემოციების პიკზე ვარ. ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი… “ — წერს სოციალურ ქსელში ქართველი დიზაინერი თეო ოთარაშვილი, რომელმაც ამ ნაზი და ფაფუკი ქსოვილით ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის სელენა გომესის კაბა შექმნა.
თეო ოცნებების ასასრულებლად ნიუ-იორკს...
თამთა გოდუაძე მამიდა გახდა, მის ძმას ლადოს და რძალს სალომე მსხლიაძეს შვილი შეეძინათ. პატარა პრინცესას სახელი ანნაბელი (Annabelle).
მართალია თამთა პრესასთან არ საუბრობს პირად ცხოვრებასა და ოჯახის წევრებზე, ამიტომ ცოტამ თუ იცის, რომ ბერძნული და ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავს ნახევარძმა ჰყავს.
31 წლის ძმა მეუღლესთან, სალომე მსხლიაძესთან ერთად ეტაპობრივად საბერძნეთსა და საქართველოში...
ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, შეზღუდონ ვიზები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე, ვისაც ევროპაში თავშესაფრის უფლება არ აქვს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბანგლადეში და ნიგერია, ხშირად თავის მოქალაქეებს არ აბრუნებენ. ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერები ორდღიან სამიტზე ბრიუსელში შეთანხმდნენ, გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი, მათ შორის სავიზო...
ანი ანაკიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-7 კლასის მოსწავლეა.
12 წლის გოგონა მელიტონ ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლე და ნიკო ნიკოლაძის სკოლის მუსიკალური ბენდის წევრია. მხოლოდ მიმდინარე წელს ანიმ სამ საერთაშორისო და ერთ ეროვნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც საპრიზო ადგილებზე გავიდა და ლაურიატის წოდებაც მიენიჭა. ამჟამად პატარა ვიოლინისტი ამერიკაში...

































