(ენ პი ეი) ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლოა გამარტივდეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - გართულდეს. საკანონმდებლო ცვლილებაზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
კანონპროექტის თანახმად, იცვლება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) 10-წლიანი ვადით, ხოლო ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს...
2017 წელს ხმელთაშუაზღვის გავლით ევროპაში 171 ათასი მიგრანტი შევიდა, გზად სამი ათასი დაიღუპა. ინფორმაციას მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.
ევროპაში ჩასულ მიგრანტთა უმრავლესობა იტალიამ მიიღო – 119 ათასი, 29 ათასი საბერძნეთმა, 21 ათასი ესპანეთმა, ათასი კი კვიპროსმა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში მსოფლიოში 5375 ათასი მიგრანტი და დევნილი...
17 წლის სანდრო მიქელაშვილი პროექტ „ეტალონის" ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. იგი 2014-2015 სასწავლო წლის „გორის ეტალონი მოსწავლე" გახლდათ. არის აქტიური მოქალაქე, ჩართულია მრავალ პროექტში, კონკურსსა თუ აქტივობაში.
2015 წელს გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული. 2017 წელს გახდა მომავალ ლიდერთა გაცვლითი კონკურსის (ფლექსი) ფინალისტი და ამჟამად, ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში იმყოფება.
- მოგვიყევით...
„საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“ - ასეთი სტიკერებით გაიყიდება ქართული ღვინო ამერიკაში.
საუბარია, მარიამ იოსებიძის მიერ წარმოებულ ღვინო „თავკვერზე“, რომლის 300 ბოთლიც ამერიკაში სწორედ ამ წარწერით გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
„მაგარი ამბავი გვაქვს, O, MODA, MODA-ს ჩანთით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ, რითაც შეგვიძლია გავაპროტესტოთ ოკუპაცია და...
განკარგულება შეეხება ემიგრანტების მიერ კონგრესის წევრების მიმართვას საიმიგრაციო პროცედურების დაჩქარების მიზნით. მწვანე ბარათის თუ მოქალაქეობის მიღების პროცესში აპლიკანტები ხშირად მიმართავენ კონგრესმენებს დახმარებისთვის. გამომდინარე ბიუროკრატიული პროცედურებიდან, საიმიგრაციო სამსახური ხშირად ვადაზე გვიან აქვეყნებს პასუხს, ამიტომ ემიგრანტების ერთადერთ იმედად კონგრესმენის წერილი რჩება. ასეთ დროს კონგრესის წარმომადგენელი მიმართავს საიმიგრაციო სამსახურს თხოვნით კონკრეტული საქმის...
2017 წელს, ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, ლევან სონღულაშვილი, Artistaday-ს ხელოვანთა რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა.
Artistaday ათწლიანი ისტორიის მქონე რეიტინგული გვერდია, რომელიც პლანეტის მასშტაბით 3,248 ხელოვანს აერთიანებს და 870-ზე მეტი ქალაქიდან 51 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, ქართველი მხატვრის ნახატი "პორტრეტი" (2016) ნიუ-იორკის სოტბის სააუქციონო სახლში გამოიფინა და გაიყიდა.
ლევან სონღულაშვილი...
"ვთხოვე საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ამ ტექნოლოგიას ამერიკა წაიღებს, იქნებ დანერგოთ კანონი, რაც ექსპერიმენტების დაფინანსებისა და ადამიანებზე - მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებზე მისი ჩატარების საშუალებას მოგვცემს-მეთქი"
ვიდრე სამეცნიერო ცხოვრების გზას აირჩევდნენ და ამერიკაში დასახლდებოდნენ, მათი ერთობლივი ცხოვრება და დიდი სიყვარული სოხუმიდან დაიწყო - ქალაქიდან, რომელიც სასტიკმა ომმა ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელ ნატვრად...
მსახიობი გიორგი მახარაძე გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა. "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს სამი კვირის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიორგიმ ერთი ოპერაცია უკვე გაიკეთა საქართველოში, გუშინ კი გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: "მეგობრებო, ჩავედი სტამბულში და უკვე კლინიკაში ვარ, ექიმთან ვიზიტის შემდეგ რა ინფორმაციაც მექნება ყველაფერს გაგაგებინებთ…...
რომის პაპმა ტრადიციულ საახალწლო მიმართვაში მიგრანტებზე ისაუბრა და მსოფლიო ლიდერებს მათი დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
პონტიფიკოსის თქმით, მიგრანტები და ლტოლვილები ყველაზე სუსტი და მოწყვლადი ფენაა და მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს.
პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 40 000 მორწმუნეს მიმართა და უთხრა, რომ მან კათოლიკური ეკლესიის მსოფლიო მშვიდობის დღისადმი მიღვნილ...
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლო მილოცვა მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან გააჟღერა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.
"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული...