საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ქართული დიასპორის ქართული საკვირაო სკოლების მისამართით განცხადებას ავრცელებს და ახალ სასიხარულო ამბავს ამცნობს საზოგადოებას. როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს რამდენიმე თვის წინ გაჟღერებული ინიციატივა წარმატებით განხორციელდა და მისი მხრიდან გაჟღერებული დაპირებაც შესრულდა: ,, ჩვენ შეგპირდით , რომ სასურველი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველვყოფდით საზღვარგარეთ...
ავსტრალიაში, ქ. მელბურნში (ვიქტორიის შტატი) საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიქტორიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქ. მელბურნში მცხოვრები თანამემამულეები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო კონსული, პიტერ მაკმალენი წარადგინა. საღამო მუსიკალურად გააფორმა ქ. მელბურნში არსებულმა ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა...
დღეს ძალაში შევიდა მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ მონტენეგროს ტერიტორიაზე. მათივე ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მონტენეგროს ტერიტორიაზე და დაჰყონ 90 დღე 180 დღიან პერიოდში.
2025 წლის 4 მარტს თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის გელა ჯაფარიძის განცხადებით ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მაკედონია-თრაქიის დეცენტრალიზაციის ადმინისტრაციის გენერალურ მდივანთან იოანნის სავასთან და შედგა სიტყვიერი შეთანხმება ორი უწყების ხელმძღვანელ პირებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და პირდაპირი კომუნიკაციის შესახებ. ,,საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე მაკედონია-თრაქიის...
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს, საღამოს 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, რომელშიც დარეგისტრირებას მოახერხებს ყველა ის პირი, რომლებიც საფინანსო ორგანიზაციების მიერ ე.წ. "შავ სიაში" არიან შეყვანილი.  ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე ვებ გვერდზე აიტვირთება საქართველოს, თიბისი და ლიბერთი ბანკების მომხმარებლების მონაცემები. დანარჩენი საფინანსო ორგანიზაციების ინფორმაცია ვებ გვერდზე ეტაპობრივად...
საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი რომელიც საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. კანონპროექტის თანახმად, პენსია შემდეგნაირად დაგროვდება დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 % გროვდება, აქედან : ...
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწაა. სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ მომზადების ეტაპზეა, ამ საკითხსაც დაარეგულირებს. აშკარაა, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, სახელმწიფო უცხოელების საკუთრებაში არსებული აუთვისებელი მიწების ჩამორთმევას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე პირველად კომიტეტის...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა თავს სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად მიიჩნევს: ,, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ქართველი ემიგრანტების (საქართველოს საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელი მოქალაქეების) უმრავლესობა საკუთარ თავს ფაქტიურად სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად (იძულებით გადაადგილებულ პირად) მიიჩნევს,რაც ვფიქრობ საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია საქართველოს ხელისუფლებისა და პროფილური საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვისაც." მისი მოსაზრებით...
საბერძნეთთან ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის -ამის შესახებ განცხადება დღეს საბერძნეთში ემიგრანტების უფლედამცველი და დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი აცხადებს: ,,მაქვს ძალიან პოზიტიური და დამაიმედებელი ახალი დადასტურებული ინფორმაცია. საქართველოს მთავრობამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ემიგრანტებისთვის ძალიან სასარგებლო , დიდი ბენეფიტის მომტანი...