,,იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ბევრი ქარველი ემიგრანტისთვის გახდა იმედის მომცემი რომ რაღაც შეიცვლება. თუმცა მეორე დღეა პრესაში და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნიუსებს ვეცნობი და არსად არ გაჟღერებულა ქართველი ემიგრანტების თემა,( ან მე ვერ ვნახე). არადა მოდით რეალობას გავუსწოროთ თვალი, მიხარია რომ საქართველომ მოახერხა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ დიდი ნაბიჯი...
დიასპორა უნდა იყოს მთავრობის და ზოგადად მთელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. ახალი პრემიერ-მინისტრის  თქმით, ბოლო ათწლეულებში არსებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ აიძულა ბევრი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ წასულიყო. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მოვახდინოთ უკეთესი ინტეგრირება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. მე აქ ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ვხედავ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა სასტარტო კაპიტალისა და საბანკო-საკრედიტო დაზღვევის...
გავრცელებული ცნობით გერმანიის მოქმედმა ლიდერებმა  მიიღეს გადაწყვეტილება რომლის  მიხედვით გერმანია არალეგალ მიგრანტებს ავსტრიის საზღვრიდან აღარ შეუშვებს. ეს განადწვეტილება სავარაუდოდ გერმანიის პოლიტიკური კრიზისს დაასრულებს და   ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი თანამდებობაზე დარჩება, რომელიც გუშინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერის  თანამდებობების დატოვებას აპირებდა. როგორც  BBC  წერს ზეეფოფერის თქმით, პარტნიორებმა მმართველ...
დევნილთა საკითხების დეპარტამენტი იპოთეკურ სესხს 117 დევნილ ოჯახს დაუფარავს,  იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადით სახელმწიფოს 559-მა დევნილმა ოჯახმა მიმართა  თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე იპოთეკური სესხი 117 ოჯახს დაეფარება და ისისნი მიიღებენ პროგრამაში მონაწილეობას ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში -  შეგახსენებთ რომ ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ...
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტმენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ამბობს რომ განათლების სამინისტროს მიერ უკვე შექმნილია სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის საგარეო საქმეთა სამისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ენის სწავლებას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ახორციელებს და წელს უკვე დაწყებული აქვს  საკვირაო სკოლების მხარდაჭერი პროექტი: ,,ჩვენ პირველად დავიწყეთ...
მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა იმ დაზარალებულ ემიგრანტს, რომლებიც სამშენებლო კომპანია ,,სვეტის მიერ იყვნენ დაზარალებულები და ვერც საკუთარ გადახდილ ფულს და ვერც კუთვნილ ბინას ვერ იღებდნენ ბინების მიღების შესაძლებლობა უჩნდებათ. სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების საკითხზე პროექტები უკვე შეთანხმებულია და მომდევნო კვირაში სამშენებლო ნებართვების გაცემა შესაძლებელი იქნება.
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა თავს სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად მიიჩნევს: ,, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ქართველი ემიგრანტების (საქართველოს საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელი მოქალაქეების) უმრავლესობა საკუთარ თავს ფაქტიურად სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად (იძულებით გადაადგილებულ პირად) მიიჩნევს,რაც ვფიქრობ საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია საქართველოს ხელისუფლებისა და პროფილური საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვისაც." მისი მოსაზრებით...
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის - „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ იმსჯელეს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი,რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი....
თბილისში სამთავრობო უწყებებში დამნაშავეს ეძებენ თუ მიზანმიმართულად მოქმედებენ, როგორც ერთ-ერთ მიმართვაში საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს თავკაცი ოთარ  ზურაბიშვილი წერს გაურკვეველია თუმცა,  საფრანგეთის ქართული სათვისტომო კვლავ ძეგლის დადგმას რომ ელოდება ეს დადგენილია. უმოქმედობა თუ ემიგრაციის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობაა მიზეზი ქართული სახელმწიფოს მხრიდან, ისტორიული დიასპორის ინიციატივის მიმართ ეს ჯერ კიდევ დადგენილი არაა,...
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ,“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ღია წერილით პრეზიდენტს მიმართავს, სადაც აცადებს რომ ,, ისედაც მცირერიცხოვანი ერის უდიდესი ნაწილი უსასოობისა და უიმედობის გამო ქვეყნიდან გარბის, ან საქვეყნო საქმეებს ემიჯნება; " ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს რომ თუ თანახმაა, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მზად ვარ,...