საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში მართლაც ძალიან მალე ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან. შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ...
გასულ წელს, 11 თვეში საქართველოში დაბრუნებული ადამიანების რიცხვი 1 300-ია და ყველა მათგანი საფრანგეთში მოგზაურობისთვის საჭირო პირობების დაცვის გარეშე ჩავიდა, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს უპირობო...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სოზარ სუბარი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან ბელგია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და პარტნიორია ევროკავშირში. მინისტრი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, მიგრანტთა გაზრდილი ნაკადის...
კვიპროსში ქალაქ პაფოსში, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელებიც ყალბი დოკუმენტებით მუშაობის უფლებას ითხოვდნენ. Sigma Live-ის ინფორმაციით, დაკავებულები ახალგაზრდა ქალბატონები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები 19 ივნისს პაფოსის საიმიგრაციო სამსახურში მივიდნენ და მუშაობის ნებართვის მიღება მოითხოვეს საბერძნეთის და ლატვიის მოქალაქეების პასპორტების წარადგინის საფუძველზე, თუმცა გადამოწმების შემდგომ წარდგენილი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა.
მათ...
იტალიაში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბიზნესში უკრაინის, საქართველოსა და ლატვიის მოქალაქეებიც არიან ჩართულნი. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაბანდისტები მიგრანტებს თურქეთიდან ევროპის სანაპიროებამდე კომფორტულ გადაყვანას სთავაზობენ,
რაშიდან თითოეული მიგრანტისგან 5 ათას ევროს იღებენ. ეს ათჯერ აღემატება იმ თანხას, რასაც მიგრანტები კონტრაბანდისტებს ლიბიიდან იტალიაში გადასაყვანად უხდიან. ამ გზით იტალიაში ყოველწლიურად...
საფრანგეთი, 100 წლის განმავლობაში, ყოველთვის ქართველი ემიგრანტების გვერდით იდგა და მათ მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა.
მნიშვნელოვანია, რომ იმ დღიდან, როდესაც მე აღარ ვარ საფრანგეთის მოქალაქე, ჩემი 4-წლიანი ბრძოლის შედეგად, უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ეძლევათ საშუალება, იყვნენ ორმაგი მოქალაქეები.
https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/242888316416165/
უკანონო მიგრაციისგან საზღვრების დასაცავად, ავსტრიის ხელისუფლებამ ევროკავშირს შეიარაღებული ძალების გამოყენება შესთავაზა. ავსტრიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის სამსახურებს დაეხმარებიან. ავსტრიის თავდაცვის მინისტრის, მარიო კუნასეკის განცხადებით, გეგმა ავსტრიის წარსულ გამოცდილებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სამხედროები პოლიციის კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ.
ავსტრია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციული წესით ექვსი თვით ხელმძღვანელობს, 2015 წლის მსგავსი კრიზისის გამეორებას ეწინაღმდეგება. ქვეყნის...
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, ხოლო ხორვატია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალში თამაში ხორვატებმა ანგარიშით 4:2 დათმეს.
პირველი ტაიმი ფრანგებმა 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ საფრანგეთის კარი ხორვატებმა კიდევ ერთხელ აიღეს და საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი 1998 წლის შემდეგ მეორედ გახდა. რაც შეეხება ხორვატიას, ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონატის...
რუბრიკა ,,გაიცანი ქართველები" ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიცირებული პროექტია და გვაცნობს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, პროექტის მხარდაჭერის და თანამშრომლობის სურვილი ჩვენი პორტალის DIASPORA.GE-ს რედ.კოლეგიას მისი გაცნობისთანავე გაგავიჩნდა, რასაც დადებითად შეხვდა ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოც , რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიდერლანდების სამეფოში ბ-ნ კონსტანტინე სურგულაძეს.
დღეს...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც ევროკავშირის და შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასა და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი...