საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით სექტემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში ფულადი გზავნილებით იტალია და საბერძნეთი ლიდერობენ. მიმდინარე წლის სექტემბერში იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში 16,42 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საბერძნეთიდან 14,17 მლნ აშშ დოლარი შევიდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ორივე ქვეყნიდან ფულადი
გზავნილების ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია და წელს...
12 ოქტომბერს, ესპანელებისთვის მნიშვნელოვან დღეს, ალიკანტეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში ქართულ დიასპორასთან არსებულმა , შემოქმედებითმა ფოლკლორულმა ანსამბლმა" იბერიამ " მიიღო მონაწილეობა.
,,არც ერთი უცო ქვეყნის დროშა არ აფრიალებულა საქართველოს დროშის გარდა და როდესაც კათედრალში შევედით, ტაშით მიეგებენ ჩვენს დროშას, ნიშნად იმისა,რომ პატივი ვეცით ამ დიდ დღეს. ჩვენთვის ნემდვილად დიდი პატივი და...
ქუთაისსა და ვენას შორის ავიამიმოსვლა 11 ოქტომბრიდან დაიწყო.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.
პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 11 ოქტომბერს 07:25 წუთზე შესრულდა. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“...
საბერძნეთში მიკრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა და მთლიანად დაიწვა. პოლიციის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით დაიღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, გაზეთი „კატიმერინის“ ინფორმაციით ადგილზე 11 ადამიანია დაღუპული, რომელთა წარმომშობი ქვეყანაც ჯერ -ჯერობით არ დასახელებულა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ძლიერი შეჯახების გამო ცეცხლი ორივე მანქანას წაეკიდა. მიკროავტობუსიდან 11-მა ადამიანმა ვერ მოახერხა...
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ხვდება.
ქართველების უცხოეთში ლეგალური დასაქმება იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძის გამოსვლის მთავარი თემაც.
„ჩვენი ემიგრანტების პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა ევროპული ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალურად ორმხრივ საფუძველზე საქართველოსთან შეთანხმებების გაფორმება, შრომის ბაზრის გახსნა და ლეგალური სამუშაო...
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე დავით დონდუა დაინიშნა.მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია რომ ის საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში ინიშნებოდა საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად, თუმცა დღეს პრეზიდენტის ხელმოწერით ავსტრიის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება. საქართველოს...
როგორც ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იტყობინება მისი შეხვედრების შემდგომ საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმება კიდევ უფრო რეალური პერსპექტივაა. დავით ბაქრაძის განცხადებით :,, ჩვენი პარტნიორები, ევროპარლამენტიდან, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებენ. ბრიუსელში ვიზიტისას ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი მეგობრები მზად არიან მხარი დაუჭირონ და ლობირება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად...
კვიპროსის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდ ნაკადს მალე ვეღარ გაუმკლავდება და ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვს, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EUobserver-ი ავრცელებს. კვიპროსის შინაგან საქმეთა მინისტრის კონსტანტინოს პედრიდესის თქმით, მთავრობა მიგრანტების ნაკადის შემცირებისკენ მიმართული ზომების შემუშავებაზე მუშაობს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მიგრანტების გაგზავნა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი.
კვიპროსში, რომლის...
ლარნაკას აეროპორტში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. როგორც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი კვიპროსში ქალაქ ლარნაკაში 4 სექტემბერს ქუთაისი - ლარნაკას რეისის , საქართველოს სამი მგზავრი, საქართველოს მოქალაქეები მაკა შარვაძე, აგნეტა კრენშტეინი და კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე ნეიროქირურგი ელენე გ. დააკავეს და სადეპორტო განყოფილებაში გადაიყვანეს, როგორც...
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის დინამიკა შემცირებულია, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელი რჩება, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. გარდა ამისა, მიგრაციისა და უსაფრთხოების თემებზე სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმაციმსჯელეს: „ეს ის საკითხია, რაზეც თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი...