ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ მორიგი თანადგომა განახორციელა ესპანეთში უსახსროდ დარჩენილი კიდევ ერთი ქართული ოჯახისადმი და წამალაშვილების ოჯახი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო უსახსროდ დარჩა და ვერ ახერხებდა სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობის დახმარებითა და საელჩოს ორგანიზებით 2 აგვისტოს მადრიდიდან თურქეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა.
საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურებისთვის კონსული კუნძულ მალტაზე ჩავიდა ამის შესახებ საგრეო უწყების ადგილობრივი გვერდი იტყობინება. იტალიის, სან მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებდა საკონსულო მომსახურებისთვის რომში ჩამოსვლას 2020 წლის 16 ნოემბერს, საელჩოს საკონსულო სამსახურის...
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
ელჩი თურქეთის იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებშიც საკარანტინო რეჟიმი არის შემოღებული.
„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი,...
2020 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და...
2020 წლის 20 სექტემბერს საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს ელჩი დავით დონდუა საბერძნეთში ქართული წარმოშობის ბიზნესვუმენს და ხელოვანს მაია სააკაძეს და მის მაღაზია-სახელოსნოს MaiaArt-ს ეწვია.
აღსანიშნავია რომ ქართველ ხელოვანს სახელოსნოს და მაღაზიის გახსნისთვის საბერძნეთის სახელმწიფომ ფინანსური გრანტი გამოუყო, რისი საშუალებითაც მაია სააკაძემ მოახერხა და...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ავსტრიაში ახალი ელჩი დაინიშნა - შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
საქართველოს დიპლომატიურ მისიას დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატი ალექსანდრე მაისურაძემ უხელმძღვანელებს, რომელიც 2012-2015 წლებში ავსტრიაში საქართველოს დესპანის თანამდებობას იკავებდა.
ავსტრიაში ახალი ელჩის...
2020 წლის 18 ოქტომბერს, თანამემამულეებთან შეხვედრების ფარგლებში თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მორიგი შეხვედრა გამართა ანკარაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.
საქართველოს ელჩმა სიტყით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის...
2020 წლის 15 ოქტომბერს ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის’’ გამარჯვებულის ნანა თევდორაძის პროექტის ,,დიასპორული ინიციატივა- ქმედითი სოციალური ნაბიჯი 2020’’ ფარგლებში ერთ-ერთი კომპონენტის, ქოლ-ცენტრის გახსნა. აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ემიგრანტებისთვის ქმედითი, ინფრომაციული მხარდაჭერის აღმოჩენა.სტუმრებს...
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა.
საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვისკონტების სასახლეში გაიმართა.
ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე...
































