საიდან და რამდენ თანხას გზავნიან საქართველოში

0
2465

გასული წლის 12 თვის განმავლობაში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – 2017 წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან 455 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც 15,4%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობიდან რუსეთიდან შემოსულობების წილი 33%-ია.