თქვენ დამანახეთ იმაზე მეტი ქალობა რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ ! – ემიგრანტი ირინა იოსებაშვილი.

0
12473

ალბად ამ თემას რაც უფრო ბევრი ემიგრანტი გამოეხმაურება მით უფრო თავიდან ავიცილებთ საკუთარ სიკვდილს და ტალახის ცხებას.. -გუშინ ქართველმა ქალმა თავი ჩამოიხრჩო! მიზეზად ოჯახიდან მუდმივი უყურადღებობა და მარტო ფულის სურვილი სახელდება, ბევრჯერ უთქვიათ ჩემთვის შენ რა გიჭირს საბერძნეთში ხარო, ოდესმე გიფიქრიათ რას განვიცდი აქ? გიფიქრიათ რა გადავიტანე? ზუსტად 7 წლის წინ სამი მცირეწლივანი პატარა დავტოვე (დამატოვებინეს) და ამ ჯოჯოხეთში მიკრეს თავი. მთელი დღეები, ღამეები ვტიროდი, ხელებს ვიჭამდი მონატრებისგან რამდენჯერ ხმამაღლა მიბღავლიაა. ცხოველს უფრო ვგავდი ვიდრე ადამიანს. თქვენ რომ საკუთარ შვილებთან გეძინათ მე მაშინ მათი სუნი ,, მავიწყდებოდა,, თქვენი მაქ დარჩენილი საზოგადოების ბრალია ყველა ქალის უბედურება( ემიგრანტის) ენებწაგდებული დგიხართ და რასაც ვერასოდეს იგრძნობთ იმას ტლიკინებთ. მოკვდა, წავიდა.. რისთვის იშრომა? რომ არ დაეფასებინათ? რომ არასოდეს ეთქვათ დაბრუნდიო.? ვხედავ კვირას კმაყოფილ სახეებს როგორ უხარიათ ქალბატონებს ამანათების და თანხის გაგზავნა, ასე გგონიათ რაღაც დიდი ტვირთი მოიხსნეს. რამდენჯერ ვყოფილვარ თქვენი ენის მსხვერპლი, რამდენჯერ მიმიღია გულის ტკენა თქვენს გამო? რას მითვლით ნაბიჯებს, თუ არ დავეცი, არ მოვკვდი ამისთვის მსჯით? მაქ რომ ხართ თქვენ დამანახეთ იმაზე მეტი ქალობა რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ. მაგრამ, ლაფში ხომ უნდა ამოსვაროთ თქვენივე სქესი აბა ენა რატომ გაქვთ?!! გუშინ ემიგრანტმა ქალბატონმა თავი მოიკლა და იცით რატომ? იმას რასაც თითოეული ჩვენთაგანი აქ ვუმკლავდებით ნერვები არ ეყო და ვეღარ აიტანა. გაიარეთ ჩვენი ნაბიჯებით და ნახავთ როგორი მწარეა უშვილებოდ გათენებული თითოეული დილა. მაპატიეთ რომ არ დავეცი და ფეხზე ვდგევარ, მე თქვენზე გავიმარჯვე მაქ დარჩენილო, ჩემი ცრემლით დატოვებულ მიწაზე მყოფო ადამიანებო წერს სოციალურ   ქსელში საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ირინა იოსებაშვილი.