საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორულ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, შესაბამისად, საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ყოველი თვის პირველ და ბოლო პარასკევს, გაიმართოს შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, სადაც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მიეწოდებათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და ამავდროულად, მოხდება მათ წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ. დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +(00) 33 (0)1 45 02 11 07. (ორშაბათს 15.00-17.00 ოთხშაბათს 15.00-17.00 პარასკევს 10.00-13.00)