ისრაელში მცხოვრები ქართველი-ებრაელი ანა შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ წერილს აქვეყნებს საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე:
ბრალდებულო მთავრობავ!
წამოდექი!
……………………….
შალომ აქეთ, შალომ იქეთ
შალომ ჩქარა, შალომ მალე!
რჯულის მადლმა – დავიღალე!
დავიღალე…
ძალიან დავიღალე..
ერთმანეთის გულისტკენით დავიღალე…
ესოდენ დიდმა ტვირთმა დამღალა…
..
ყველაფერს როგორ უკუღმა ვაკეთებთ…
ეეე, ჩვენო მთავრობავ, მე თუ დავიღალე, ერთი პატარა ადამიანი, შენ არ დაიღალე…?
2016 წლიდან ისრაელში საქართველოდან შემოვიდა 160 000 ტურისტი, რომელიც უკან არ გაბრუნებულა, გაბრუნებულებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ მათზე, რომლებიც არ გაბრუნებულან, ეს ადამიანები აქ შრომობენ, შიშით და კანკალით, ცხოვრობენ დღევანდელი დღით და წუთით, არასდროს არ იციან როდის წაავლებენ ყურებში ხელს, შეაგდებენ “ჩორნი ვარონაში” და გაისტუმრებენ უკან დეპორტით..
ასე კანკალით შემოსულები, ასე კანკალით ცხოვრობენ. არა ექიმი, არა დაზღვევა, არა სოციალური პირობები..
უმეტესობა შრომობს, პატიოსნად, დღის სინათლეს ვერ ხედავენ.
..ერთი ორი უვარგისი კი არც ჩვენ არ გვაკლია და თქვენიც რომ იყოს რა გასაკვირია?
კითხვით მივმართავ საქართველოს მთავრობას, დიახ საქართველოს, ვინაიდან მე შენ გადანაშაულებ ამაში საქართველოს მთავრობავ, შენ და არა ისრაელის მთავრობას, ორივე ჩემი ხართ, არ მითხრათ ახლა დედა უფრო გიყვარს თუ მამაო, ორივე ჩემი ხართ , მაგრამ ჩაგვხედეთ თვალებში და გვიპასუხეთ: რას ჩადიხართ? რატომ? რაა ამის მიზანი?
უვიზო მიმოსვლა რომ დაუშვით, თქვენ ხომ მშვენივრად იცოდით , რომ სასეირნოდ ხალხს არ ცხელა და აქ თუ ვინმეს ჩამოსვლა უნდა 90% სამუშაოდ ჩამოვა?
რატომ არ ზრუნავთ ხელშეკრულებაზე სამუშაო ვიზებზე? რატომ?
ისრაელის მხარე ხომ თანახმა იყო ამაზე?
ისრაელის მხარის პირობა იყო, როდესაც უვიზო რეჟიმზე აწერდნენ ხელს (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საკმაოდ საიმედო წყაროებიდან), საქართველოს უნდა გაეყვანა ოფიციალურად არალეგალურ ტურისტთა უმეტესობა და გაფორმებულიყო სამუშაო ვიზების კონტრაქტები.
ვინც დაარღვია პირობა და არ შეასრულა ესაა საქართველოს მხარე, თუ რამე მეშლება შემისწორეთ!
ისრაელი დაინტერესებულია უცხო მუშახელით, აქ უამრავი უცხოელი მუშაა ფილიპინელები, ჩინელები, არავინ დაზარდება ქართველსაც, მით უმეტეს ქართველმა მუშებმა კარგი სახელი დაიმსახურეს!
მე რომ დედასთვის მომვლელს ვეძებდი მთელი პროცედურა იყო ქართველი მომვლელის ჩამოყვანა, მაშინ როცა ფილიპინელი მეორე დღესვე შემეძლო მომეყვანა!
რაზე მიგვინიშნებს ეს?
რატომ არ ეუბნებით ხალხს სიმართლეს? .
რატომ უნდა გადაკიდოთ ეს ორი ერი ერთმანეთს?
გამიზნულია თუ სიშტერით? უუნარობით?
ვის აწყობს ეს არეულობა და ამ ორი სიყვარულში გამოძერწილი ერის დაპირისპირება? .თუ ისრაელს რამე პირადი ინტერესი აქვს საქართველოს წინააღმდეგ?
არა!
ისრაელი ითხოვს წესრიგს, რომელიც არაა საქართველოში, მაგრამ არ დაუშვებს უწესრიგობას აქ!
ისრაელი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 470 კილომეტრზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ – 135 კილომეტრზე. საზღვრის საერთო სიგრძეა – 1017 კილომეტრი (მათ შორის: პალესტინასთან 307 კმ, ეგვიპტესთან – 266 კმ, იორდანიასთან – 238 კმ, ლიბანთან – 79 კმ, სირიასთან – 76 კმ და ღაზის სექტორთან – 51 კმ)..
ისრაელის ფართობია 22,77 კმ2.
ამ ერთ ბეწო ქვეყანაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბდა როგორც სამხედრო ბაზა, დიახ, ეს ქვეყანა სამხედრო ბაზაა, რომელიც გადაფარებულია თავისი შვილების სისხლით მთელს მსოფლიოზე მთელი არაბული სამყაროს დასაცავად, ცხოვრობს 8 მილიონი მოსახლე! ისრაელი ვერ დაუშვებს არალეგალების იქით აქეთ უკონტროლოდ “სეირნობას” მიუხედავად დიდი თანაგრძნობისა, ვერ შეიბრალებს, რომ საბრალო არ გახდეს ბოლოს თავად, მაგრამ მზადაა მიიღოს მოწესრიგებულად კანონიერი გზით.
რატომ ამცირებ, საქართველო , შენს შვილებს?
დიახ, რატომ უნდა ისხდნენ თვითმფრინავში იმის შიშით, რომ შეიძლება უკან გამოაბრუნონ? როცა ნამდვილად შესაძლებელია ამ საკუთხის მოგვარება. (მე ასე მგონია), მაგრამ უფრო ადვილია თქვენი უუნარობა გადააბრალოთ სხვას.
არ ეყოფა ქართველს ის სიმწარე და სირცხვილი , რომ სხვა ქვეყანას ემათხოვროს სამუშაოსთვის, როცა თავად ამხელა წალკოტის მფლობელია? არ ეყოფა ის სირცხვილი , რომ სხვის მოხუცებს უვლიან და საკუთარ მოხუც დედებს და მამებს წლიბით ვერ ხედავენ? არ ეყოფათ თავათი სირცხვილი და სიმწარე? რატომ ატარებ კიდევ სხვა სირცხვილში?
დაერქვას მუშას მუშა და ტურისტს -ტურისტი.
ეგრევე ყველაფერი დალაგდება, ეგრევე გამოირჩევა სამუშაო ხელშეკრულებით იქნება 85% და მომლოცველები თუ მოსეირნენი 10-15%. ასე აღარც ტურისტს არ გააბრუნებენ, იციან რომ ტურისტია და უნდა დაბრუნდეს.
ნეტამც შენც ისწავლო ეს , ჩემო საქართველო და ასე საქულას დუქანივით არ აპარპაშებდე მანდ ამდენ უცხოელს, რომლის გზა-კვალი აღარავინ იცის!
ეგენი შენ იმ ქართველ ებრაელებში არ შეგეშალოს რომლებიც ასე დაკანკალებენ საქართველოს..
ამ ორი ერის სიყვარულში გავიზარდე…
მაგრამ.. დიახ, მაგრამ!
ეს ყველაფერი იკარგება, სამწუხაროდ იკარგება, არ ვიცი გამიზნულად თუ შტერულად, ბევრი ჭკუით თუ ბევრი სისულელით.
იზრდება აგრესია , ყოველ მეორე პისტზე ვხედავ ისრაელისადმი უკმაყოფილო ქართველებს…
ხშირად მგონია, რომ ვიღაცას აწყობს ეს ყველაფერი, დადგმული სპექტაკლი მგონია, დადგმული სპექტაკლი, რომ ეს ორი ესოდენ მოსიყვარულე ერი გადაკიდონ ერთმანეთს.
უკვე საკუთარ თავს ვესაუბრები, ხმამაღლა..
სანამ მე საკუთარ თავს ვესაუბრები ეს საქმე ძალიან სარფიანი ბიზნესი გახდა ბევრი აფერისტისთვის, ატყუებენ, პირდებიან, ფულს წინასწარ იღებენ ისედაც გამწარებული ტ თუ სიმართლეა, ფურთხის ღირსები არიან.
არ მინდა უბრალიდ ყველაფერი ვთქვა… ზედმეტი ვიცი!
პ.ს. რაც შეეხება საზღვარზე მომხდარ ინციდენტებს, არაფრით არ ვამართლებ ეგ თუ სიმართლეა, მაგასაც გადავამოწმებ ჩემი ხაზით, მაგრამ ერთი კი ვიცი, ეგ თუ ხდება, არამც და არამც არაა მიმართული ქართველების წინააღმდევ, დარწმუნებული ვარ ეგრე მახინჯად ექცევიან ყველად… სამწუხაროდ. თუ სიმართლეა რა თქმა უნდა.
და რატომ? რისთვის?
ხომ შეიძლება ეს სამუდაო ვიზა და ნორმალურად შემოსვლა?
ერთი სიკვდილით ხომ მაშინ კვდება ოჯახს რომ ტოვებს და მეორე სიკვდილით, სირცხვილის და დამცირების სიკვდილით საზღვარზე? …. მერე შიშით სიკვდილზე რომ არაფერი ვთქვათ!
ამ პოსტს ერთი ქალბატონი გამოეხმაურა, მან კომენტარი გააკეთა დაბლა, მე ეს კომენტარი გადავიღე და აქ ვამატებ ფოტოს!
მადლობა შენ ადამიანო!