აშშ-ის ადმინისტრაცია 1,8 მილიონ არალეგალ მიგრანტს, რომლებიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩაიყვანეს, მოქალაქეობას შესთავაზებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, მოქალაქეობას ის მიგრანტები მიიღებენ, ვინც განათლების და შრომის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და კარგი დახასიათება აქვთ. ისინი აშშ-ის სრულფასოვანი მოქალაქეები გახდებიან,“- განაცხადა ტრამპმა.
მან საიმიგრაციო რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა, სავიზო ლატარიის გათამაშების გაუქმება დაასახელა. თეთრი სახლი კონგრესს მოუწოდებს, ამ საკითხებზე შესაბამისო კანონმდებლობა მიიღოს.
აშშ-ში დაახლოებით 10 მილიონი არალეგალი მიგრანტია.