საგარეო საქმეთა მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის წესები დიცვან

0
2679

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას ევროკავშირი არ აპირებს, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

თავშესაფრის მაძიებელთა მხარდაჭერის ევროპის ბიუროს (EASO) მონაცემების მიხედვით, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან 2017 წელს 35%-ით გაიზარდა.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა მოქალაქეს, რომ ეს არის 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა და შესაბამისად, აუცილებელია, დავიცვათ ეს პირობა, რათა გაგრძელდეს შეუფერხებლად და არ წარმოიშვას რაიმე კითხვები ვიზალიბერალიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით. ამ ეტაპზე, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ გადაიხედოს ეს პირობები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.