გერმანიის მსგავსად, მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას საფრანგეთიც სთავაზობს.
საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის სამსახური (OFII) მზადაა, ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელებს როგორც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების ორგანიზებაში, ისე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სამსახურით ან საწარმოს გახსნის უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
ხელახალი ცხოვრების საწყისი ეტაპების დაწყებისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარების თანხის ოდენობა მერყეობს ქვეყნების მიხედვით.
„ქვეყანაში დაბრუნების ორგანიზება ხდება OFII -ის მრჩეველთან ერთად, რომელსაც მოქალაქემ უნდა წარუდგინოს პასპორტი. OFII თავის თავზე იღებს სამგზავრო ბილეთების ყიდვას და ასევე საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტს აეროპორტამდე.
პროექტის განსახორციელებლად ქვეყანაში დაბრუნებულს სჭირდება პირდაპირ დაეკონტაქტოს OFII -ის ან მის ადგილობრივ წარმომადგენლობას.
OFII სამშობლოში დაბრუნებულებს 3 საფეხურის სხვადასხვა დახმარებას სთავაზობს: სოციალურ სფეროში ჩართვა, სამსახური და პროფესიული განათლება, საწარმოს შექმნა.
როგორც კი პროექტი იქნება დამტკიცებული OFII-ს მიერ, OFII სამშობლოში დაბრუნებულს ეხმარება მის განხორციალებაში. OFII ეხმარება 6 თვის განმავლობაში სოციალურ სფეროში ჩასართველად და 1 წლის განმავლობაში სამსახურის ან საწარმოს შექმნაში“, – ნათქვამია საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროგრამა აქვს გერმანიასაც. კერძოდ, გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს. წყარო ghn.ge