პოლონეთში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

0
2319

პოლონეთის ქალაქ ზგერჟში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Dziennik Lozki ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 თებერვლის ღამეს პატრულირებისას პოლიციამ ერთ-ერთ რაიონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი შეამჩნია, მათთან მივიდა და საბუთების წარმოდგენა მოთხოვა. გამოცემა წერს, რომ უცხოელების ჯგუფი პოლიციას არ დაემორჩილა და მათ ქვები ესროლა.

ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენჯერმე გაფრთხილების მიზნით გაისროლა, შემდეგ კი ჯგუფის წევრებს შეჩერების მიზნით ესროლა.

დაპირისპირების შედეგად 13 ადამიანია დაკავებული, ოთხი მათგანი კი ფეხის ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ პოლიციელს თავის ტრავმა აქვს.

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.