მიხეილ ჯანელიძე – ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა ვიზალიბერალიზაცია შევინარჩუნოთ

0
1670

ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა ვიზალიბერალიზაცია შევინარჩუნოთ და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება არ გაჩნდეს, – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ჯანელიძის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ ეტაპზე შეუფერხებლად მიმდინარეობს.

“ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ ეტაპზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას. ჩვენს პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტია დაგეგმილი, რომლის დროსაც კონსულტაციები გაგრძელდება. ჩვენ ასევე ქვეყნის შიდა რეგულაციებზე მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შესაბამისი აპლიკაცია ამუშავდა. ასევე ჩვენ უკვე საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა დავიწყეთ. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯებს როგორც საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების კუთხით, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, რათა შენარჩუნებული იყოს და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება არ გაჩნდეს”, – განაცხადა ჯანელიძემ.