ვატიკანი იტალიის საყოველთაო არჩევნების შედეგების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს

0
1691

ვატიკანი იტალიის საყოველთაო არჩევნების შედეგების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. მათი შეფასებით, გამარჯვება პოპულისტმა და მიგრანტების მოწინააღმდეგე პარტიებმა მოიპოვეს.

„ვატიკანი ვალდებულია, იმუშაოს იმ მოცემულობების მიხედვით, რაც წამოიჭრება. ჩვენ ყოველთვის ვერ გვეყოლება ისეთი საზოგადოება, როგორის ყოლასაც ვისურვებდით და ვერ გვექნება ის მდგომარეობა, როგორიც ჩვენ მოგვეწონებოდა“, – აცხადებს ვატიკანის სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ეს ვატიკანის პირველი საჯარო რეაქციაა. განცხადება ავტორიტეტულია, რადგან პაროლინი ვატიკანის მთავარი დიპლომატი და რომის პაპის შემდეგ იერარქიით მეორე ადამიანია.

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის პარტიის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა 37%-მდე მიიღო. ბერლუსკონის პარტიის ბლოკში ულტრამემარჯვენე „ჩრდილოეთის ლიგა“ შედის.

მეორე ადგილზე ევროსკეპტიკურიმოძრაობა „ხუთი ვარსკვლავია“, რომელსაც ამომრჩეველთა თითქმის 31%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილს ხმების 24%-ით მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია იკავებს.

წყარო 1tv.ge