საინტერესოა როგორია მერაბ სეფაშვილი სახლში ისეთივე როგორსაც ეკრანიდან ვიცნობთ თუ განსხვავებული? რამდენად კარგი და განსხვავებული ვარ ეს რათქმაუნდა ალბათ ურო ჩემი ოჯახის წევრებს უნდა კითხოთ,თუმცა რათქმაუნდა ოჯახი სხვაა და სცენა აბსოლიტურად სხვა იქ ალბათ განსხვავებული ვარ გამომდინარე სიტუაციიდან და გარემოდან)
ადამიანი საშუალოდ 70-80 წელს ცოცხლობს გვზრდის ბუნება .გვამზადებს საზოგადოება,საინტერესოა მერაბ როგორია თქვენი გადასახედიდან განვლილი წლები და რა შინაარსი ჩადეთ უფრო მეტად თქვენს ცხოვრებაში?
მე ვფიქრობ შინაარსიანად და ადამიანურად უნდა იცხოვროს კაცმა არააქ მნიშვნელობა რა ასაკში იქნები,დათესო სიკეთე ,იცხოვრო სიყვარულით და გიყვარდეს მოყვასი შენი,
მერაბ არსებობს აზრი: საამურია ისეთ მეგობრებთან ურთიერთობა ,რომელიც შერჩეული გყავს შენი გემოვნებით.საინტერესოა ხარ თუ არა კმაყოფილი შენი არჩევანით
რათქმაუნდა კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ,რომ ღმერთმა მარგუნა ასეთი კარგი და ერთგული მეგობრები.
მერაბ შემოქმედებითად რას გეგმავ ახლო მომავალში?
ახლო მომავალში ვიწყებ ახალ სიმღერებზე მუშაობას,ალბომი მზად იქნება სულ მალე და ახალი სიმღერებით წარვსდგები ჩემი საყვარელი მსმენელის და მაყურებლის წინაშე.
მერაბ საინტერესოა პოპულარობის ასეთი მხარე როგორ ხასიათზე გაყენებს
რათქმაუნდა პოპულარობა ძალიან აზარტული რამ არის,ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა და საკმაოდ საინტერესო პროცესია)
. საიტერესოა რას ფიქრობ სიყვარულსა და სიძულვილზე ,რომლებიც რათქმაუნდა ერთმანეთს არ გამორიცხავენ.
მოძულე ადამიანი განწირულია, მას საკუთარი სახე ყიდის ყოველთვის,ძირს სიძულვილი და გაუმარჯოს სიყვარულს)ყველამ უნდა ვიცხოვროთ სიყვარულით.
მერაბ შენ ხარ ერთ ერთი ყველაზე საყვარელი და სასურველი სტუმარი, მომღერალი საბერძნეთის ქართველი ემიგრანტებისათვის და ხშირად სტუმრობ ათენს
საბერძნეთში ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო მეგობარი შევიძინე ,მასპინძლობა ყოველთვის მაღალ დონეზეა თქვენთან,საინტერესო შეხვედრები ემიგრანტებთან რაც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ,მათი სიყვარული და სითბო,მე თქვენ მიყვარხართ ჩემო ძვირფასო ქართველო ემიგრანტებო
15 აპრილს კვლავ ათენს ეწვევი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ხომ ასეა? 15 აპრილს კვლავ ათენს ეწვევი სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ხომ ასეა?
კი მე კიდევ ერთხელ გეწვევით ჩემო ძვირფასებო 15 აპრილს კვლავ ათენში.მე ბედნიერი ვარ,რომ კიდევ ერთხელ მეძლევა შანსი ჩამოვიდე, ამისთვის დიდი მადლობა მამუკა შენ და ავთოს.უმღერებ ჩემს ქართველ ემიგრანტებს,მოგეფერებით და ჩამოგიტანოთ მონატრებული სამშობლო.ასე რომ გელოდებით გელოდებით სიყვარულით ჩემს კონცერტზე
და ბოლოს რას უსურვებდით diaspora.ge
მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროა ქართული დიასპორისთვის,უსურვებდი დღეგრძელობას და ყოველთვის საინტერესო რესპოდენტებს.და რაც მთავარია მაღალ რეიტინგს)) (ეს ხომ დღეს მთავარია))))
ესაუბრა :მამუკა ლიპარტელიანი