განხილულ იქნა მოსამრთლის მიერ ის ტექნიკური საკითხები რაც დაკავშირებულია ქვეყნიდან გაძევების დეკრეტთნ, და რომ რეალურად სახელმწიფოს არ გააჩნია მექანიზმი რომლის საშუალებითაც ხდება არალეგალ ემიგრანტთა დეპორტაცია და ძირითადად ადმინისტრაციული გაძევებით შემოიფარგლება რომელის საფუძველზეც ემიგრანტს ეძლევა დრო დატოვოს ქვეყანა მაგრამ რეალურად ეს ასე არ ხდება. მოსამართლე უფრო ტექნიკურ საკითხებს შეეხო თუ როგორ რეგულირდება ასეთ დროს ქვეყნიდან გაძევების სიგნალის წაშლა. კითხვაზე თუ რატომ გაიზარდა ემიგრანტთა რიცხვი ისევ და ისევ სახელდება ვიზალიბერალიზაციის შემდგომ შენგენის ზონაში კერძოდ კი იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლის გაადვილება და საქართველოში უმუშევართა რიცხვის ზრდა. ძირითადი პრობლემა რომელიც ყველა ემიგრანტისთვის მნიშვნელოვანია ისევ და ისევ რჩება კანონი მათი ლეგალიზაციის შესახებ. ხშირად მათ ვიზეც გაიცა ქვეყნიდა გაძევების დეკრეტი და რეალურად არ დაუტოვებიათ ქვეყანა ძნელდება ოჯახის გამთლიანება და სანამ სასამართლოს მეშვეობით არ მოხდება ამ სიგნალის წაშლა უწევთ დილემის წინაშე დგომა. რაც შეეხება ლტოლვილის სტატუს მოსამართლემ საკმაოდ თვალნათლივ აღნიშნა ის რომ კანონი არ აწესებს შეზღუდვებს მოთხოვნის შეტანისთობაზე ,მაგრამ არის ყველაზე მთვრი საკითხი კომისის გადაწყვეტილება. რაც ხშირ შემთხვევაში ისევ და ისევ ადმინისტრაციული გაძევებით სრულდება და შემდგომ მის გასაჩივრებას გარკვეული დრო სჭირდება და სირთულეებთნაა დაკავშირებული. პასუხი საკმაოდ ნათელი და კონკრეტული იყო რომ არც ისე მკაცრია იტალიური კანომდებლობა არალეგალი ემიგრანტების მიმართ და ნებისმიერ დროს თუკი მათ წინააღმდეგ გაიცემა ადმინისტრატიული გაძევება ნებისმიერს კანონით აქვს უფლება აიყვანოს ადვოკატი და სასამართლოს მეშვეობით მოახდინოს მისი წაშალა თუკი ამის მყარი მოტივი იარსებებს. საკმაოდ თვალნათლივ გასცეს პასუხი რომ არც ისე საგანგაშოდაა საქმე რომ მასიური დევნა ხდებოდეს არალეგალი ემიგრანტების წინააღმდეგ და საბოლოო დასკვნა ისევ სახლმწიფოს ეკუთვნის მას შემდეგ რაც მოხდება ახალი მთავრობის საბოლოო ფორმირება. და ბოლოს ერთ ეთი მნიშვნელოვანი რაც შეიძლება არალეგალი ემიგრანტებისთვის გაკეთდეს მათი ინფორმირება. იდეა ასეთი შევთავაზე რომ პერიოდულად მოეწყოს შეხვედრები და საინფორმაციო სემინარები ქართულ ენაზე რათა ყველამ გაიგოს კომპეტენტური პირებისგან საკუთარი უფლებები და მოვალეობები და აღარ იქნება ქაოსი და და ხალხიც ნაკლებად შევა შეცდომაში და აღარ დაპანიკდებიან. საინფორმაციო სემინარების გამართვას სხვადასხვა ქალაქებში ასოციაცია საკუთარ თავზე იღებს დავეს პროექტი ძალან მალე დაიწყებს მშაობას.