ვიზალიბერალიზაციის ნორმების დარღვევის გამო, გერმანიიდან საქართველოს 52 მოქალაქე გამოაძევეს.
სპეციალური რეისით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დაეშვა.
არალეგალი მიგრანტების უმეტესობა კომენტარს არ აკეთებდს. არ არის გამორიცხული დეპორტაციის მორიგი ტალღა აპრილში განხორციელდეს.
15 მარტს უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
თებერვლის მონაცემებით, რეადმისიის საშუალებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში აბრუნებენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. წყარო imedi.ge