საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მესტიაში მოსახლეობას შეხვდა და საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი პრიორიტეტები კიდევ ერთხელ განუმარტა მისი განცხადებით: ,,ეს არ არის გზების, ხიდების, პენსიის ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების არჩევნები. ეს არის არჩევნები, როდესაც საქართველომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს ადამიანი, ვინც იქნება ამ ქვეყნის მთავარი ელჩი, ვინც შინ და გარეთ საქართველოს სახელით დაელაპარაკება ყველას- ვისაც ესმის ევროპის ენა, ვისაც ესმის ამერიკის ენა და ვინც იცის რა ხდება მსოფლიოში. ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა უკან, წარსულში დაბრუნება. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ მაგიდასთან დაუძახოს ყველა მხარეს, დაუძახოს პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, შეხვდეს საზოგადოებას და ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაამუშაოს. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე და ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში მიღებულია-ასეთია სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი!“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Home ყველა სიახლე არჩილ თალაკვაძე: თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს ადამიანი, ვინც იქნება ამ ქვეყნის მთავარი...