კანადიდან ორგანიზებული ჟურნალ „ემიგრანტი ქალი“ს 10 წლის იუბილე.
დროის ორგანიზება ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა.იგულისხმება პრაქტიკული აზროვნების სტრატეგიები და შედეგების რეალური ასახვის დაგეგმვის შინაარსი.
ემიგრაციაში არა ერთ ქალბატს ვიცნობ,რომლებიც თავის მოღვაწეობით,აქტუალური დონით ამტკიცებენ ემიგრანტული პროცესების კულტურულ განვითარებას.
24 დეკემბერს“ ქართული სახლის“ ახალ ორგანიზაციაში სტუმრის ნაკადი არ წყდებოდა. ორგნიზაცია“ქალთა კავშირი“ მა 10 წლის იუბილე აღნიშნა. ათენიდან ათასეული კილომეტრის დაშორებით კანადიდან ჟურნალ „ემიგრანტი ქალის“ დამფუძნებელი ქალბატონი ნუნუ ღურჭუმალიძე სატელეფონო ვიდეო თვალით ჩაგვერთო. ის მიესალმა თავის საყვარელ თანამშრომლებს ,დამფუძნებლებს, მოწვეულ სტუმრებს. ვინც ათი წელი, ამ ჟურნალს აძლიერებდნენ, ავითარებდნენ და არ ტოვებდნენ არც ერთ მნიშვნელოვან საემიგრაციო მოვლენას გაშუქების გარეშე. „მიხარია რომ კვლავ ერთად ვართ“მოგვმართა ქალბატონმა ნუნუმ და დარბაზიდან უსაზღვრო ემოციებს სანთლით მოხატული ჟურნალის იუბილე „10“რიცხვი და საქართველოს რუკიდან სანთლის აციალებული ალი ეზავებოდა.
იუბილე გახსნა „ქალთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილებ ქალბატონმა ირმა ქავთარაძემ, რომელმაც მიმოიხილა ჟურნალის დარსეების ისტორია და მისი როლი ქართული ემიგრაციის ინფორმირებისათვის,ქალბატონმა ირმამ წაიკითხა იმ ქალბატონენის მრავალ წევრიანი სია ვინც მონაწილეობა მიიღო ჟურნალის განვითარების პროცესში.
სიტყვით გამოვიდა ჟურნალ „ემიგრანტი ქალი“ს რედაქტორი ქალბატონი მაყვალა მესხაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის შემდეგ ჟურნალი „ემიგრანტი ქალი“ დაფიქსირდა მათთვის საინტერესო გამოცემად და ამიერიდან, მათ საინტერნეტო სივრცეში დაიკავებს ადგილს. იუბილეზე საინტერესო იყო რედაქტორის მოადგილე პოეტი ქალის ზაირა კეღოშვილის გამოსვლა, გარდა საკუთარი ლექსებისა, მან წაიკითხა სამშობლოში დაბრუნებული პოეტი ქალბატონის ნათელა ირემაძის ლექსები.ქალბატონი ნუნუ ღურჭუმელაძის ლექსი დიდი ოსტატობით წაიკითხა ქეთი წივწივაძემ, ქალბატონი მზია ბასხოლიანის ლექსი კი დიდი ემოციებით გადმოგვცა, ირმა ქავთარაძემ
ღონისძიების ყველაზე ემოციური მომენტი, რაც უსაზღვრო სიხარულის პიკი იყო, „ქართულ სახლში“ არსებული ქართული საკვირაო სკოლისათვისუდიდესი საჩუქარი პიანინო გახლდათ ,რომელიც ქალბატონი ნუნუს ორგანიზაცია „ქალთა კავშირმა“ უსახსოვრა ქართულ საკვირაო სკოლას. ეს არ გახლდათ პირველი ქველმოქმედება საკვირაო სკოლის მიმართ ამ ორგანიზაციის მიერ ჟურნალის დაფუძნებიდან ერთი წლის თავზეც ქალბატონმა ნუნუმ 500 ევრო დაუდო სკოლის ანგარიშზე.ახლად ნაჩუქარ პიანინოზე სიმღერებით მიულოცეს ჟურნალს 10 წლის იუბილე ქართული სახლის წევრებმა მუსიკოსმა ქალბატონებმა დალი ტორაძემ, ეთერ ხუცურაულმა ,ლიანა სიმონიშვილმა. მარიამ ფცქიალაძემ. ქართული სახლის წევრებმა იუნონა რუსიძემ და ლია პეტრიაშვილმა საკუთარი ლექსებით გამოხატეს სიყვარული ამ უდიდესი ღონისძიებისადმი, საკვირაო სკოლის მოსწავლემ თამაზ გოგრგიძემ კი რამდენიმე ცეკვა შეასრულა.
P.S. რამდენი ვყოფილვართ! ვინ, ან რატომ უნდა თქვას, რომ არ შეგვიძლია ერთობა, არ შეგვიძლია სიყვარული, არ შეგვიძლია ორგანიზაციებს თანამშრომლობა,ეს ხომ თვითოელი ჩვენთაგანის კეთილი ნებაა, დიახ ჩვნი კეთილი ნებით ორგანიზაცია „ქართველ ქალთა კავშირის“ თავმჯდომარე ქალბატონი, ნუნუ ღურჭუმალიძე და თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ირმა ქავთარაძე, ასევე ჟურნალ „ემიგრანტი ქალის“ რედაქტორი, ქალბატონი მაყვალა მესხაძე და რედაქტორის მოადგილე ქალბატონი ზაირა კეღოშვილი, „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის” წევრები გახდნენ და მიიღეს სავიზიტო ბარათები, ინტერნაციონალური კომიტეტიდან..,ასევე სავიზიტო ბარათები მიიღეს ქართული სახლის წევრებმა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებმაც.
გილოცავთ, ჩემო საყვარელო ემიგრანტო ქალბატონებო ყველაფერს ერთად,რაოდენ დიდი და უწყვეტი სიყვარული უნდა გმოსავდეს, როცა კანადაშიც, ვერ ისვენებთ ქალბატონო ნუნუ,თქვენი, ჩვენი, ყველას სანეტარო ორგანიზაციის აღმასვლა, კვლავ თქვენ საინტერესო მოდულად რჩება.