სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ინფორმაციას „სიენენ თურქი“ ავრცელებს.
ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მგზავრები ევაკუირებული არიან. მედიის ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები.
თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.
ინციდენტის გამო, აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა და თვითმფრინავები სტამბოლის ახალ აეროპორტში გადაამისამართა.