საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე არსებობს ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით მიღების 3 გზა.

0
2747
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა ბიომეტრიული პასპორტი, თუ მათ მიმართ გაცემულია  ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე არსებობს ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით მიღების 3 გზა:
1.ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ სერვისის საშუალებით.
ონლაინ რეჟიმში განაცხადის შევსების შემთხვევაში:
ბიომეტრიული პასპორტი დამზადდება 2 სამუშაო დღის ვადაში და გადაეცემა ელექტრონულ განაცხადში მითითებულ პირს ან გადმოგეგზავნებათ ფოსტის საშუალებით;
ბიომეტრიული პასპორტის საფასურია 205 ლარი.
2.შესაძლებელია, თქვენი უფლებამოსილი პირი მობრძანდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ბიომეტრიული პასპორტის გაცემის შესახებ და ადგილზე შეავსოს განცხადების ფორმა. წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და საფასურები:
მე-10 სამუშაო დღეს  -155 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს  – 205 ლარი.
3.შეგიძლიათ, მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგნელობას ან საკონსულო წარმომადგენლობას და მათი დახმარებით მიიღოთ ბიომეტრიული პასპორტი. ასეთ შემთხვევაში:
ბიომეტრიული პასპორტი დამზადდება განაცხადის წარდგენიდან 45 დღის ვადაში;
დოკუმენტის საფასურია  130 აშშ დოლარი.