კორონავირუსი მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაფიქსირდა

0
852

იტალიაში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია 88 წლის მამაკაცი, რომელიც ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 219-ს შეადგენს. ეს ციფრი აერთიანებს დაღუპულებს და იმ ადამიანებს, ვინც გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო ზომები მიიღო. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში 10 პატარა ქალაქი იზოლირებულია. მთავრობამ 50 000 ადამიანს სახლებში დარჩენის რეკომენდაცია მისცა.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ერაყშიც. მანამდე ახალი ტიპის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ავღანეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77 000-ს სცდება. დაღუპულია 2600-ზემეტი მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 25 000-ზე მეტი.

ჩინეთის გარდა, კორონავირუსი სახელწოდებით „კოვიდ-19“ მსოფლიოს 30 ქვეყანაში დაფიქსირდა. დაიღუპა 20 ადამიანი.