კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდება

0
923

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა ის საკონსულო დაწესებულება, რომელიც კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონაში მდებარეობს, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და ცხელი ხაზის დამატებით ნომრები ამოქმედდება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან დაკავშირებით, იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებსა და რეკომენდაციებს. თვითნებურად არ მიმართონ ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს და რესპირატორული სიმპტომების დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) დარეკონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 112 და 118. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომრებზე: (+39 33) 3887-91-23; (+39 35) 0131-21-31; (+39 35) 0148-31-14.

საჭიროების შემთხვევაში იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ, მიმართონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ სამსახურებს შემდეგ ცხელი ხაზის ნომრებზე:

ბაზილიკატა: 800.99 66 88

პიემონტე: 24 საათის განმავლობაში 800-192-020, ან სამუშაო დღეებში 8-დან 20 საათამდე: 800-333-444;

ვალე დ’აოსტა: 800-122-121;

ლომბარდია: 800-894-545;

ალტო ადიჯე: 800-751-751;

ტრენტოს პროვინცია: 800-867-388;

ბოლცანოს პროვინცია: 800-751-751;

ვენეტო: 800-462-340;

ფრიული ვენეცია ჯულია: 800-500-300;

ტოსკანა: 800-556-060;

უმბრია: 800-636-363;

მარკე: 800-936-677;

ემილია-რომანია:  800-033-033;

კამპანია: 800-909-699;

ვრცელი ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლისა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე https://stopcov.ge/