ჩინური ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალია ლიდერობს, ხოლო ესპანეთი სწრაფი გავრცელებით.

0
5594

იტალიამ ჩინური ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო. ბოლო 24 საათში ქვეყანაში, კიდევ 427 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5,322-ს ვირუსი დაუდგინდა. მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 3,405 -ს შეადგენს, ვირუსი კი 41,035 აქვს. მძიმე ვითარებაა ესპანეთშიც, აქ ბოლო ერთ დღეში დამატებით 165 პაციენტი დაიღუპა, ხოლო 2,626 დაინფიცირდა. სულ ესპანეთში ვირუსმა 803 მოქალაქე შეიწირა, ხოლო 17,395-ს კორონა დაუდგინდა და გადარჩენისთვის იბრძვის. რეკორდულად იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა, შვეიცარიაში 3,939, გერმანიაიაში14,544 , ავსტრიაში 2,013, საფრანგეთშიც 9,134, ნიდერლანდებსა 2,460 და ბელგიაშიც 1,795. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საბერძნეთში , ხოლო თურქეთში გარდაცვალების მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა.