ჩინელი ექსპერტები, რომლებიც იტალიაში ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ ზომები, რომელიც ქვეყანამ მიიღო საკმარისი არ არის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„უხანში ქალაქის კარანტინის შემდეგ ერთ თვეში, ჩვენ ვხედავთ ინფიცირების შემთხვევების კლებას. აქ, მილანში, რომელიც ყველაზე რთული რეგიონია კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით, მკაცრი კარანტინი არ მოქმედებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ მუშაობს და ხალხი ქუჩებში დადის, სადილებს და დღესასწაულებს მართავენ სასტუმროებში და ნიღბებს არ ატარებენ. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა მოქალაქე ჩაერთოს კორონავირუსთან ბრძოლაში“,-განაცხადა ჩინეთის წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტმა, სან შუოპენგმა.
ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ იტალიაში ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა.