კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

0
3304

კორონავირუსით ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ესპანეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი ონკოლოგიური პაციენტი იყო.

“საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან ესპანეთში და ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.