უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის ახალი გრაფიკი დაასახელა

0
4661

ორ დღეში ბერლინიდან და ათენიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანმა, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი დაასახელა.

26 მარტი – შ​ესრულდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისი;

31 მარტი – შესრულდება რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

3 აპრილი – შე​სრულდება რეისი თბილისი-ვარშავა- თბილისი;

7 აპრილი – შესრულდება რეისი თბილისი-ათენი- თბილისი;

10 აპრილი – შესრულდება რეისი თბილისი – ლარნაკა – თბილისი;

მისი თქმით, ამ რეისებზე ბილეთები გაიყიდება თავისუფალი გრაფიკით და ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „საქართველოს ავიახაზების“ ვებგვერდზე. ასევე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საგარეო სამინი​სტროს ვებგვერდზე. „ნებისმიერი კლასის ავიაბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი იქნება დაცული და გაკონტროლდება. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან კარანტინს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.