აირზენას განცხადება ათენი-თბილისის დანიშნულ ფრენასთან დაკავშირებით

0
4377

ყურადღება! გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას, 07.04.2020-ის ათენის რეისთან დაკავშირებით: 2020 წლის 30 მარტიდან, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ დააწესა ძალიან მკაცრი შეზღუდვები, საზღვარგარეთიდან საბერძნეთში რეპატრიაციის მსურველთათვის. დასახელდა მხოლოდ სამი ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ საბერძნეთში დაბრუნება. ეს ეხება როგორც ბერძნებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა.
ბილეთის შეძენამდე, ყველა დაინტერესებული პირი, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს საბერძნეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებას თბილისში, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: +995 32 2914974, +995 32 2938981.
მათ პირად მონაცემებს და გამგზავრების მიზეზს, საელჩო აცნობებს საბერძნეთის კომპეტენტურ ორგანოებს, რადგან ჩასვლისთანავე ყველა მგზავრი დაუყოვნებლივ გადაყვანილნი იქნებიან დახურულ საკარანტინო ცენტრში.
იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი გადაწყვეტს გამგზავრებას საელჩოსთვის მისი მონაცემების შეტყობინების გარეშე, ან პირი არ მიეკუთვნება სამი ჯგუფიდან ერთ-ერთს, ისინი დაბრუნებულნი იქნებიან საქართველოში იმავე თვითმფრინავით, რომლითაც გაემგზავრნენ, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი საბერძნეთის მოქალაქეები.