ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდა

0
677

ესპანეთის ხელისუფლება 14 მარტს გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას 26 აპრილამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

პედრო სანჩესმა აღნიშნული გადაწყვეტილება სამეცნიერო კომიტეტთან თათბირის შემდეგ მიიღო.

საგანგებო მდგომარების კიდევ ორი კვირით გახანგრძლივების თხოვნით ესპანეთის პრემიერმა პარლამენტის მიმართა.

„ბევრისთვის ეს ცხოვრების ყველაზე რთული დღეებია“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

ბოლო ერთ დღეში ესპანეთში კორონავირუსით 809 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 11 744-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 124 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან, ბოლო 24 საათში ინფიცირების 7 026 შემთხვევა დაფიქსირდა.