ფრენების არ არსებობის პირობებში საბერძნეთიდან საქართველოში ჩასვლის უსაფრთხო და იაფი შესაძლებლობების გზები

0
5688

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში, მოკლევადიანი ვიზიტი კი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, რითაც საქართველოს არაერთმა მოქალაქემ ისარგებლა მათ შორის საბერძნეთში მოსახვედრად.
პანდემიური ვითრებიდან გამომდინარე საბერძნეთსა და საქართველოს შორის შეწყვეტილი რეგულარული ფრენების აღგენის შესაძლებლობა ამ ეტაპზეც გაურკვეველია, დღემდე უცნობია რეალურად აღდგება თუ არა პირდაპირი ავია მიმოსვლა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში როგორც ეს დაანონსდა, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება კვლავ პანდემიური ვითარების გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიის მიერ შესრულებული კომერციული(ჩარტერული) რეისი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დააბრუნა სამშობლოში, არაერთი ქართველი ემიგრანტისთვის ფასიდან და ფრენის პერიოდიდან გამომდინარე მიუწვდომელი აღმოჩნდა. ოქტომბრის თვეში კი ათენსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ნებართვა ვერც ერთმა ავიაკომპანიამ ვერ მოიპოვა და ეს ერთად ერთი საჰაერო გზა ჩაიკეტა.
თუმცა, როგორც საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ხარის თეოხარისმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე განაცხადა საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან საზღვრების გახსნა, როგორც საჰაერო ისევე სახმელეთო გზით და მისი მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ქვეყნებს შორის საზღვრების უსაფრთხოდ გახსნას.
სახმელეთო გზით საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთ უსაფრთხო და რეალურ გზად რჩება ათენიდან და თესალონიკიდიან ყოველკვირეულად ხორციელდება და ავიამგზავრობასთან გაცილებით დაბალი და შეღავათიანი ფასიდან გამომდინარე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის.
სახმელეთო მიმოსვლა საბერძნეთსა და საქართველოს შორის პანდემიის აქტიური ფაზის გასვლის შემდგომ უწყვეტია და საფოსტო გადაზიდვებთან ერთად მზარდია. ამ ეტაპზე სახმელეთო გზით სამგზავრო მომსახურებას ათენიდან რამდენიმე კომპანია ახორციელებს, რომელთაგან განსაკუთრებული სანდოობით და მგზავრთა რიცხოვნობით ტურისტული კომპანია ვიპ-ტურიზმი გამოირჩევა, რომელიც ათენიდან და თესალონიკიდან მგზავრებს ყოველ ორშაბათს სთავაზობს მგზავრობას და თავადვე უზრუნველყოფს მგზავრების ქვეყნებს შორის სასაზღვრო პუნქტებთან მომსახურებას, ისევე როგორც საქართველოში საკარანტინე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო რეგულაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შესაძლებელია მიიღონ კომპანიის ცხელი ხაზის საშუალებით : WhatsApp / Viber Messenger: +90 53 87 66 22 32