Tesla-ს და SapceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.
„არც მე და არც ჩემი შვილები კოვიდის რისკ ჯგუფს არ განვეკუთნებით. თუ ჩემი თანამშრომელი მოვა და მეტყვის, რომ ინფიცირების ეშინია ან მისი ინფიცირებით ოჯახის წევრები რისკის ქვეშ დგებიან, აუცილებლად მივცემ უფლებას დარჩნენ სახლში“, – განაცხადა მასკმა.
მისივე განცხადებით „ყველა ოდესღაც კვდება“ და არ არის საჭირო „დარჩი სახლში“ კამპანიები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.