საბერძნეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ათენის რიგით მეთვრამეტე საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაში

0
1128

2017 წლის 25-26 ნოემბერს ბერძნული საქველმოქმედო ორგანიზაციის “ბავშვის მეგობრები” მიწვევით, საქართველოს საელჩომ, ელჩის მეუღლის მარინე ჩქარეულის ჩართულობით, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ათენის რიგით მეთვრამეტე საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაში. ღონისძიებაში ტრადიციულად ქ. ათენში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი სამკაულები და საახალწლო საჩუქრები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ტრადიციულად ჩაირიცხა საბერძნეთში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში.