სერბეთის საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ არავითარ ოფიციალურ შეხვედრას ბიბილოვთან ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ პირველ არხს საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, სერბეთის პატრიარქს ბიბილოვი ერთ-ერთი შეხვედრის დროს წარუდგინეს საბერძნეთში და პატრიარქის განცხადებით, ბიბილოვი მიიღო, როგორც რიგითი ქრისტიანი. „ბოლო დღეების განმავლობაში არაერთგზის...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე...
14 იანვარს ათენში პერეანშლაგით ჩატარდა ანსამბლ მეტეხის კონცერტი ..კლუბი მსმენელს ვერ იტევდა,ათენში ბოლო ათ წლეულის მანძილზე გამართული მუსიკალური პროგრამების რეიტინგი მოხსნა ! 14 იანვარს ათენში კლუბ "ჯოჯო"-ში გამართული ივენთი ნამდვილად იყო სიყვარულის,მონატრების და დადებითი ემოციების გაცვლის საღამო. მეტეხთან ერთად პროგრამაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლები ჯორჯ გურენი,ბარისა,კიანა,იოვანა,ირმა მატაკაკი და ბევრი საინტერესო შემსრულებელი. ანსამბლი...
საბერძნეთის მთავრობამ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა 11:30, 16 იანვარი 2018   საბერძნეთის მთავრობამ რეფორმების პაკეტი დაამტკიცა, რომელსაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ითხოვდნენ. დოკუმენტს მმართველი კოალიციის 154-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების ფონზე გაიმართა. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ათენში პარლამენტის წინ 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი რეფორმის პროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც პროფკავშირებს...
ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაღუპულის, დაშავებულებისა და დანგრეული შენობების შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4,6 მაგნიტუდა შეადგინა.
ადრიდსა და ალიკანტეში ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ ექვსი ბინის ძარცვა. ბრალდებულებს შტაბი ქალაქ ალიკანტეში ჰქონდათ და ისინი მადრიდში ჩასვლისას დააკავეს. ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბრალად წაუყენეს ორი ბინის ძარცვა ალიკანტეში, ოთხის კი მადრიდში, ასევე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა. სამართალდამცველებმა ძარცვის რამდენიმე ფაქტზე გამოძიება გასული წლის ბოლოს დაიწყეს....
14 იანვარს საბერძნეთის დედაქალაქში,  ცნობილი ქართული ჯგუფ ,,მეტეხს” საგასტროლო კონცერტი აქვს . ბიჭები მსმენელის წინაშე ათენში მცხოვრები ქართველებისთვის მონატრებული და პოპულარული ჰიტებით წარდგებიან. საღამოს ორგანიზატორის , პროდიუსერ მამუკა ლიპარტელიანის საკუთარ ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებით ცნობილი გახდა ასევე რომ კონცერტით ბერძნული კომპანიებიც დაინტერესდნენ და მსნელებისთვის საჩუქრები დააწესეს: ,, მადლობა ბერძნულ კომპანიებს...
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ გასულ წელს 4 073 959 შეადგინა, 43.43 %-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 164 139 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.47%-ით (911 604 მგზავრით) მეტია 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე (2 252 535 მგზავრი). ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 495 668  შეადგინა, რაც...
საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები გაიფიცნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რის საპასუხოდაც პოლიციამ მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენი აირი გამოიყენა. აქციაზე შეკრებილები იმ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რომელიც დასაქმებულებს გაფიცვის უფლებას უზღუდავს. 24 საათით საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების გაიფიცნენ რომშიც. დასაქმებულები ნოემბერში გაფორმებული შეთანხმებით არიან უკმაყოფილო, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტის სფეროს მომუშავეებს მიაჩნიათ,...
პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს კვირა დღეს ვაჭრობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას. ნოემბრის ბოლოს, პოლონეთის სეიმმა მიიღო კანონი, კვირა დღეს ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. კანონი ძალაში ეტაპობრივად შევა 2020 წლამდე. „მსგავსი შეზღუდვები არის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენი შემთხვევა გამონაკლისი არ იქნება. ძალიან განვითარებულ ქვეყნებშია მსგავსი შეზღუდვები, მაგალითად, საფრანგეთში,...