ქვეყნების მიხედვით, გამობრუნებულ პირთა ზუსტი სტატისტიკა ასე გამოიყურება: იტალია - 167 გამობრუნება პოლონეთი - 113 გამობრუნება გერმანია - 108 გამობრუნება საბერძნეთი - 95 გამობრუნება უნგრეთი - 60 გამობრუნება ლიტვა - 53 გამობრუნება საფრანგეთი - 25 გამობრუნება ბელგია - 18 გამობრუნება ნიდერლანდები - 14 გამობრუნება შვედეთი - 12 გამობრუნება ესპანეთი -6 გამობრუნება ესტონეთი...
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდება. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ამ შეთავაზებას დათანხმდა. მილიარდერი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შემოვიდა. 2011 წლის ოქტომბერში მან გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო...
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა ბიომეტრიული პასპორტი, თუ მათ მიმართ გაცემულია  ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე არსებობს ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით მიღების 3 გზა: 1.ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ სერვისის საშუალებით. ონლაინ რეჟიმში განაცხადის შევსების შემთხვევაში: ბიომეტრიული პასპორტი დამზადდება 2...
 გაცნობებთ რომ ვისაც თავშესაფრის საბუთი (ასილო/იგივე კატეხაკი) გაქვთ, ან ეხლა აიღებთ, აღარ გჭირდებათ ამკის გაკეთება. აიღებთ თვითონ თავშესაფრის სამსახურიდან პააიპას ნომერს რომელიც იგივე დროებითი ამკაა თქვენთვის.გაეცანით პოსტს და ნახეთ ზუსტად თუ რა არის პ.ა.ა.ი.პ.ა! რა არის პ.ა.ა.ი.პ.ა.(Π.Α.Α.Υ.Π.Α.)? პ.ა.ა.ი.პ.ა.(Π.Α.Α.Υ.Π.Α.): უცხო ქვეყნის მოქალაქის...
ახაიას რეგიონალური განყოფილება და იანინას მუნიციპალიტეტში მინი კარანტინი იწყება, როგორც ამას აცხადებს სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნო. საგანგებო ზომები მოქმედებს შვიდი დღის განმავლობაში 06-10-2020 სამშაბათიდან 12-10-2020 ორშაბათამდე. საგანგებო შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო დაცვის ოპერაციების ცენტრში და ახალი ეპიდემიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით,...
საქართველო-უკრაინის დიასპოროული ორგანიზაცია, მხარს უჭერს საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეების მოთხოვნას საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის არათანაბარ საფასურთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი ჩვენს მოქალაქეებს მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად უნდა გაეწიოს თანაბარი პირობებით და წესით.მიგვაჩნია, რომ სახეზე გვაქვს დისკრიმინაციული მიდგომა, რომელიც თავის მხრივ სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს...
23 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლის მიზანია იმის გაანალიზება - რამდენად დგას საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა სტატისტიკა, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ჯგუფები შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პირობად ასახელებენ. მთავარი...
გერმანია იტალიიდან და საბერძნეთიდან მიგრანტების მიღებას წყვეტს. 2015 წლის შეთანხმების მიხედვით, ლტოლვილთა გადანაწილების პროგრამით, გერმანიას 27 ათასამდე ადამიანი უნდა მიეღო, თუმცა მათგან ქვეყანაში მხოლოდ 10 265 პირი შევიდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გადანაწილების საფუძველი უფრო ნაკლებ მიგრანტს აღმოაჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ამ პროგრამაში ხვდებიან ის პირები, რომელთაც თავშესაფრის მინიჭების 75 %-ზე მეტი...
საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორულ ორგანიზაციათა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, შესაბამისად, საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ყოველი თვის პირველ და ბოლო პარასკევს, გაიმართოს შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, სადაც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მიეწოდებათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და ამავდროულად,...
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას...