ქართველი ლეგიონერი საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრების მცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა – ინფორმაციას იტალიის სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.„ჩვენი დაცვის აწმყოსა და მომავლის გარანტია – საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ახალი ფეხბურთელია, მან კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის თანამედროვე მცველია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით, ამავდროულად, ტექნიკური...
ლა სკალას აკადემიის 2018/2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ 8 სტუდენტს შორის ორი ქართველია. ვულოცავთ გიორგი წამალაშვილს და ცისანა გიორგაძეს! ბევრჯერ გვეამაყოს თქვენი წარმატებით მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენებზე.  
საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს, - ამ თემაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური...
საქართველოს საელჩო იტალიაში ​კორონავირუსთან დაკავშირებით ტალიის მთელ ტერიტორიაზე მოქმედების წესებს აქვეყნებს. როგორც საელჩოს ინფოტმაციაშია აღნიშნული, La Gazzetta Ufficiale-მ გამოაქვეყნა იტალიის პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება – „მე ვრჩები სახლში“, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და ძალაშია 3 აპრილამდე. „მოქმედების წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე:
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება წევრმა ქვეყნებმა დაგმეს. გაერო-ს უშიშროების სხდომა რვა ქვეყნის ინიციატივით მოიწვიეს, სადაც აშშ-ის გარდა დანარჩენი 14 სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება უნილატერალური, ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და გაერო-ს წესდებას ეწინააღმდეგება. გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში მეთიუ რიკროფტმა განაცხადა, რომ გაერო...
ეს 38 წლის მაია კუტივაძეა. 8 თვეა სიმსივნეს ებრძვის. უკვე მე_4 სტადია აქვს, Coney Island Hospital_ში წევს აპარატზეა შეერთებული. ექიმები აპარატიდან მოხსნას აპირებენ, რადგან ყველანაირი იმედი გადაწურული აქვთ. საქართველოში ჰყავს 2 შვილი - 13 და 15 წლის გოგონები, მეუღლეს გაშორებულია და ოჯახსაც ძალიან უჭირს. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ მისი...
ვიდრე ბავშვებს სახელს დაარქმევენ, მათ უკვე ექნებათ სადაზღვევო და საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრები ანუ ΑΦΜ და ΑΜΚΑ  – ეს ცვლილება საბერძნეთში დღეიდან, 2020 წლის 17 თებერვლიდან შედის მოქმედებაში. საკითხზე მუშაობს ციფრული მენეჯმენტის სამინისტრო, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროები, რათა თვის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით მდებარე...
გამოცემა „ვოგის“ მეშვეობით მსურველს „ბალენსიაგას“ მოდის სახლის შემოდგომა-ზამთრის უახლესი კოლექციის დათვალიერება შეუძლია. ფერადი და ორიგინალური კოლექცია ლეგენდარული მოდის სახლისთვის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ შექმნა. 2018-2019 წლის თბილი სეზონის კოლექცია დატვირთულია ფერებით, რთული ორნამენტებით, ულამაზესი ქსოვილებითა და ფერთა საოცარი შეხამებით. ცხადია დემნას კოლექციაში ყოველთვის მოიძებნება დეტალი, რომელიც მსოფლიო მოდის კრიტიკოსთა...
მიმდანარე წლის 29 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ათენიდან სპეციალური ჩარტერიული რეისით საქართველოს 150-მდე მოქალაქე ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნდნენ. საბერძნეთში პანდემიის პერიოდიდან ჩარჩენილი ქართველი ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში სახსრების უქონლობის გამო ვერ ბრუნდებოდნენ ნაწილი კი გაუქმებული რეისების...
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8698 ლარი ეღირება, ევრო – 3.1330 ლარი 11 თებერვალს დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.8671 ლარი ღირდა, ევრო – 3.1395 ლარი დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 თებერვალს შევა...