2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებისა) გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
ათენში ოპერაციის დროს გარდაცვლილ 36 წლის ემიგრანტს სამშობლოში დაკრძალავენ. როგორც ცნობილი ხდება გადაუდებელი ოპერაციის შემდგომ ათენის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ნინო ქაშიბაძე, რამდენიმე დღიანი კომის შემდგომ 17 თებერვალს გარდაიცვალა. 36 წლის ემიგრანტი საბერძნეთში ქალაქ კალამატაში დაახლოებით ოთხი წელი ცხოვრობდა და მეუღლე და მცირეწლოვანი...
დეე!! დეე!! გესმის ჩემი დეე?? რა გამიკეთე? ეს რა გამიკეთეე დედი?? როგორ დამტოვე დეე?! როგორ?? არ შეგეცოდე დეე?! მე ხომ შენს მეტი არავინ მჭირდებოდა დე!!! დაიწყევლოს 17 თებერვალი!! როცა შენი თავი წამართვა და დამტოვა უშენოდ,ობოლი..რა გავაკეთო მე ახლა დე?! გახსოვს რამდენი გეგმა გვქონდა დედი? რომელიც მომავალში უბედნიერესად...
ხვალიდან ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 18 თებერვლიდან დაიწყება ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა...
ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ემიგრანტები რომლებიც იმყოფებით 5 წელი საბერძნეთში, უფლება გეძლევათ შეიტანოთ განცხადება ბინადრობის ნებართვის (ადია დიამონის) მისაღებად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილება 4251/2014 წლის კანონში არ მომხდარა.
თუმცა ემიგრანტებს უფლება გაქვთ, რომ დანიშნოთ განცხადების შეტანის თარიღი (რანდევუ),...
ვიდრე ბავშვებს სახელს დაარქმევენ, მათ უკვე ექნებათ სადაზღვევო და საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრები ანუ ΑΦΜ და ΑΜΚΑ – ეს ცვლილება საბერძნეთში დღეიდან, 2020 წლის 17 თებერვლიდან შედის მოქმედებაში.
საკითხზე მუშაობს ციფრული მენეჯმენტის სამინისტრო, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროები, რათა თვის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით მდებარე...
18 თებერვალს ათენში არ იმუშავებს ავტობუსები 24 საათის მანძილზე ასევე ტროლებისები არ იმუშავებს 24 საათის განმავლობაში, მეტრო ასევე 24 სააათის მანძილზე არ იმუშავებს ტრენო
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია ბაზრობის დაახლოებით ასი კვადრატული მეტრი, ადმინისტრაციის ოთახები.
არ დაზარალებულან მეწარმეები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე რვა სამაშველო ჯგუფი და 40 მეხანძრე მაშველი მუშაობდა. გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ქართველების მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან. საქართველოს გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, დეპორტაციამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. მათ აიძულებენ, ყოველგვარი ახსნა-გამარტების გარეშე დატოვონ ტერიტორია. დეპორტირებულთა შორის არიან საოპერაციოდ გამზადებული პაციენტები.
ემიგრანტების ინფორმაციით, საქართველოდან გერმანიაში ჩასულია 60-კაციანი ჯგუფი,განხორციელდა, ვარაუდობს, რომ მასობრივი დეპორტაცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს...
საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ რუსეთის ორ მოქალაქეს, ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შეყვანისთვის, 395 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით, 6 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ რუსული მედია ათენში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, პლატონ დავიდოვი და ანტონ კარამოვი გასული წლის ივნისში დააკავეს. ორივე მათგანი...