2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, ხოლო ხორვატია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალში თამაში ხორვატებმა ანგარიშით 4:2 დათმეს. პირველი ტაიმი ფრანგებმა 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ საფრანგეთის კარი ხორვატებმა კიდევ ერთხელ აიღეს  და საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა. საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი 1998 წლის შემდეგ მეორედ გახდა. რაც შეეხება ხორვატიას, ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონატის...
არჩილ თალაკვაძის თქმით სალომე ზურაბიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება. „მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობს პარლამენტში, საზოგადოებაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში . https://www.youtube.com/watch?time_continue=64&v=uWCx54q4EQY
ავსტრიაში დღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციულ პოლიტიკას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაიმართება. მინისტრები მიგრაციულ პრობლემებთან გასამკლავებლად საერთო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ. იმის მიუხედავად, რომ 2015 წლის შემდეგ მიგრანტთა ნაკადი ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა, აღნიშნული საკითხი ევროკავშირისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს და ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირის...
საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ისევ აირჩიეს. გადაწყვეტილება ბერლინში, საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიაზე მიიღეს. გიგი წერეთელი ამ პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებს. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიამ პრეზიდენტად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აირჩია. ამ მასშტაბის საერთაშორისო ორგანიზაციაში ეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის ყველაზე...
„მხოლოდ რიცხვებით ბედნიერი ვერავინ იქნება. მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენს  მოქალაქეებს ციფრები დავუსახელოთ, რამდენით გაიზარდა ეკონომიკა, არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკა არ იქნება ინკლუზიური,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში უკეთესობას თითოეული მოქალაქე არ გრძნობს,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში ყველა არ იღებს მონაწილეობას და აქ ნამდვილად არის ჩვენი გუნდი გამოწვევის წინაშე. ერთი...
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგნელობებთან არსებული საკონსულო განყოფილებები, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის იმ სახელმწიფო უწყებას,რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების  დიდი ნაწილი რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საზღვრებს გარეთ, მისი  საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები,...
 25 ივლისს ქ. პაფოსის ანტიკურ ამფითეატრ ოდეონში და 27 ივლისს ქ. ნიქოზიაში ამფითეატრ „სკალის“ სცენაზე  რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას რეჟისურით წარადგენს სპექტაკლს „ელექტრა“(სოფოკლეს ამავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით) , სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო კასრაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, დავით გოცირიძე, ლაშა ჯუხარაშვილი, ეკა მოლოდინაშვილი, ლელა ახალაია, თამთა ინაშვილი, ბესო ზანგური და გაგი სვანიძე  ...
უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო თქვენს გარეშე საქართველოს ფასი არა აქვს- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს საქართველოს პარლამენტში აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, წმინდა გიორგი ხანძთელის ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იბერიელების" წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. ზვიად კვაჭანტირაძემ და კომიტეტის წევრებმა სვეტლანა კუდბამ, ირაკლი მეზურნიშვილმა,შოთა შალელაშვილმა ანსამბლის წევრებსა და მის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის...
რადიო თავისუფლების გადაცემა ,,პერსპექტივაში" ოქროპირ რუხაძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოში ცხოვრობენ. ამჟერად შინ -უცხოეთში ჯაბა გეგეშიძეს ეწვია, პრაღის ნაციონალური დრამისა და ოპერის თეატრის დასის მომღერალმა კი  ჩეხეთის დედაქალაქში, მდინარეზე, ნავში იმღერა. კლასიკური მუსიკის ქალაქში ქართული ჰანგები წყალზე აჟღერდა. იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=GHUCoXJpwWw
საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა კანადის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ფრედ გორელს, რომელთანაც განიხილა კანადის ბაზარზე ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შეტანის საკითხები.