ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას...
ყველაზე მთავარი პრობლემა, ევროპაში სამსახურის მოძიებისას არის მუშაობის უფლების მოპოვება. ხშირ შემთხვევაში ასეთი უფლების მოპოვება ძალიან რთულია შემდეგი მიზეზების გამო: 1) ქვეყანაში, სადაც თქვენ სამსახურს ეძებთ, უბრალოდ არ არსებობს მუშაობის უფლება თქვენი დონის/პროფილის სამსახურის მაძიებლისთვის (მაგალითად, თუ თქვენი კვალიფიკაცია დაბალია) 2) იმ ვაკანსიაზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ უმეტეს შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურის იმ...
საქართველოს ნაციონალური კერძი "ხაჭაპური" ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა. Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა "პიცის ჰიბრიდს" უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი. გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს...
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს, რის გამოც კანონპროექტის ინიციატორებიდან საკუთარი ხელმოწერის ბათილად ცნობას ითხოვს. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა, რომლის ერთ-ერთ ავტორად, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად, ზვიად კვაჭანტირაძეც იყო მითითებული. პირველ არხთან საუბარში კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ პროექტი უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე...
საქართველოს მოქალაქეები დღესაც, ისევე როგორც უკანსკნელი 20 წლის განმავლობაში, არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების, სოციალური მდგომარეობის და უმუშევრობის გამო მასიურად ტოვებენ ქვეყანას ოჯახების გადასარჩენად და მძიმე შრომით მოპოვებული ფინანსური სახსრებით მთელ ქვეყანას ასულდგმულებენ. ემიგრანტების უფლებების დაცვა, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის შრომით უფლებებზე ზრუნვა პროფკავშირების საქმიანობის პრიორიტეტია. გაერთიანებას ამ მიმართულებით...
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდება. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ამ შეთავაზებას დათანხმდა. მილიარდერი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შემოვიდა. 2011 წლის ოქტომბერში მან გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო...
თურქეთი საქართველოს მთავრობას სამხედრო მიზნებისთვის 5 500 000 ლირა(დაახლ. $1 350 000) გამოუყო. შესაბამის შეთანხმებას ხელი 2017 წლის ბოლოს მოეწერა, ბიუროს სხდომაზე კი 18 აპრილს განიხილეს. დოკუმენტის მიხედვით, ახლახან გამოყოფილი თანხის ნაწილი – 4 500 000 ლირა და მანამდე სამხედრო გრანტის შესაბამისად გამოყოფილი, თუმცა გამოუყენებელი $3 883 382 ქართულმა მხარემ...
მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში ცვლილებები მომზადდა, რომლის მიღების მიზანია, იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადინების შემცირება, რომლებიც უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ. თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, მას შეიძლება საზღვრის...
საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციის მიზნით შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იგეგმება. სისხლის სამართლის კოდექსს შესაძლოა ახალი - სპეციალური მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს...
დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანსაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. მემორანდუმის თანახმად, ჟვანიას სკოლის პედაგოგები, ინტეგრაციის ცენტრში, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს ქართულ ენას შეასწავლიან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა...