საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა.
ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი და...