შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 10 თვეში, საგამოძიებო უწყებებმა გაუპატიურების 85 შემთხვევა აღრიცხეს. ეს მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 38 ფაქტით (80.85%-ით) მეტია. წელს შსს-მ გაუპატიურების 85 შემთხვევიდან მხოლოდ 29 საქმე გახსნა, ხოლო წინა წელს 47-დან - 12. გარდა ამისა, 7.3%-ით (+17 შემთხვევა) არის გაზრდილი სქესობრივი თავისუფლებისა...
ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადასვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს. აღნიშნული ინფორმაცია ათენში საქართველოს საკონსულოში დაასტურეს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული განცხადება ათენში გარდაცვლილი მარინა კლდიაშვილის  გადასვენის შესახებ უკვე დადასტურებულია და საკონსულო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენების პროცედურების შესრულებას...
ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი პრემიერ -მინისტრს სამ პუნქტიან გეგმას სთავაზობს: ,, მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის ყურადღება დიასპორის მიმართ, ვფიქრობ, ეს პროგრესია ამ მიმართულებით, რომელიც ყველა იმ ჯგუფის ბოლოდროინდელი აქტიურობის დამსახურებაა, ვინც ამ მიზნით ძალ-ღონეს არ იშურებდა და ახდენდა თემის აქტუალიზებას. ჩვენ გვახსოვს წლების მანძილზე მივიწყებული დიასპორა, რომლებსაც...
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მუხრან გულაღაშვილის განცხადებით ,, საელჩოებს დავალებული აქვთ რეგულარულად შეხვდენენ დიასპორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რათა შემდგომში მოხდეს მათი განზოგადება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება." ,, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს,...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა. ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის...
გავრცელებული ცნობით გერმანიის მოქმედმა ლიდერებმა  მიიღეს გადაწყვეტილება რომლის  მიხედვით გერმანია არალეგალ მიგრანტებს ავსტრიის საზღვრიდან აღარ შეუშვებს. ეს განადწვეტილება სავარაუდოდ გერმანიის პოლიტიკური კრიზისს დაასრულებს და   ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი თანამდებობაზე დარჩება, რომელიც გუშინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერის  თანამდებობების დატოვებას აპირებდა. როგორც  BBC  წერს ზეეფოფერის თქმით, პარტნიორებმა მმართველ...
დიასპორა უნდა იყოს მთავრობის და ზოგადად მთელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. ახალი პრემიერ-მინისტრის  თქმით, ბოლო ათწლეულებში არსებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ აიძულა ბევრი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ წასულიყო. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მოვახდინოთ უკეთესი ინტეგრირება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. მე აქ ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ვხედავ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა სასტარტო კაპიტალისა და საბანკო-საკრედიტო დაზღვევის...
„ლიბიაში დღეს არსებული ვითარების გამო სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით ფუნქციონირებენ. დაკავებული ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლბელად გამოვიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი ყველა დონეზე, როგორც დიპლომატიური, ასევე სამართლებრივი“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლბელად  ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას და მიღწეული შედეგს.საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განმარტებით,...
საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით - ,,გასულ წელს 200 მილიონი დოლარი შეიტანეს საბერძნეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში. " ელჩი და მიიჩნევს რომ საბერძნეთ - საქართველოს შორის თვეში თუნდაც 4 ფრენა უნდა იყოს, ბერძენი დიპლომატი რუსთავი 2 თან ინტერვიუში...
კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია ნათქვამი. დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს. იზოლაციაში პირი...