ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, 2018 წლის პირველ კვარტალში თავშესაფარი 131 ათასმა ადამიანმა მოითხოვა. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ეს წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.
2017 წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირში 154 ათასი თავშესაფრის მაძიებელი დარეგისტრირდა.
ევროსტატის მონაცემებით, იმ პირთა შორის, ვინც 2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში თავშესაფარი მოითხოვეს, 4%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ.
ევროსტატის ოფიციალურ...
Human Rights Watch-ი უნგრეთს მიგრანტების გასაძევებლად შიმშილის ტაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცებით, სატრანზიტო ზონებში მიგრანტებისთვისსაკვების მიცემაზე უარი, ქვეყნიიდან მათი გაძევების ერთ-ერთ საშუალებაა.
„საკვების მიცემაზე უარით უნგრეთის მთავრობა არაადამიანური ნორმების მინიმუმს მიუახლოვდა. ამ გზით ის ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს. ამასთან ერთად, არ ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც დაკისრებული აქვს, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს“,- აღნიშნულია Human Rights Watch-ის განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა...
რამოდენიმე დღის წინ მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე მატეო სალვინიმ განაცხადა რომ ის ევროპარლამენტში 150-კაციანი ჯგუფის შექმნას შეძლებს. მე უკვე ვესაუბრე მარინ ლე პენს, ვიქტორ ორბანს, ნაიჯელ ფარაჯს. მჯერა, რომ ევროპარლამენტში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც 150 დეპუტატი იქნება“, – განაცხადა სალვინიმ.
ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, სალვინის „ულტრამემარჯვენე პარტიამ“ იტალიაში გაიმარჯვა. საფრანგეთში პირველ ადგილზე გავიდა...
ავიაკომპანია Aegean Airlines-მა 2025 წელი ავიალიდერის შესაფერისი დინამიურობით დაიწყო და 2024 წელთან შედარებით სამგზავრო რაოდენობა 2025 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით უკვე საგრძნობლად მზარდი და ძლიერი სტატისტიკური პოზიციებით გაამყარა.
იანვარსა და თებერვალში ავიაკომპანიამ უკვე 1,9 მილიონი მგზავრი...
უკანონო მიგრაციისგან საზღვრების დასაცავად, ავსტრიის ხელისუფლებამ ევროკავშირს შეიარაღებული ძალების გამოყენება შესთავაზა. ავსტრიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის სამსახურებს დაეხმარებიან. ავსტრიის თავდაცვის მინისტრის, მარიო კუნასეკის განცხადებით, გეგმა ავსტრიის წარსულ გამოცდილებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სამხედროები პოლიციის კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ.
ავსტრია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციული წესით ექვსი თვით ხელმძღვანელობს, 2015 წლის მსგავსი კრიზისის გამეორებას ეწინაღმდეგება. ქვეყნის...
ევრონიუსის მიერ გავრცელებული კვლევის ანალიზის ანგარიშის მიხედვით, საბერძნეთი თავშესაფარს ყველაზე მეტად ავღანელებს აძლევს , ხოლო ყველაზე ნაკლებად ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს მოქალაქეებს უდასტურებს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსზე დადებით პასუხს.
ზოგადი სურათის მიხედვით 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში შესული თავშესაფრის მოთხოვნათა განაცხადების სრული რაოდენობის...
იტალიაში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბიზნესში უკრაინის, საქართველოსა და ლატვიის მოქალაქეებიც არიან ჩართულნი. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაბანდისტები მიგრანტებს თურქეთიდან ევროპის სანაპიროებამდე კომფორტულ გადაყვანას სთავაზობენ,
რაშიდან თითოეული მიგრანტისგან 5 ათას ევროს იღებენ. ეს ათჯერ აღემატება იმ თანხას, რასაც მიგრანტები კონტრაბანდისტებს ლიბიიდან იტალიაში გადასაყვანად უხდიან. ამ გზით იტალიაში ყოველწლიურად...
იტალიამ 2023 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 330 730 ბინადრობის და მუშაობის ნებართვა გასცა.
როგორც Istat -ი იტალიის სტატისტიკის ინსტიტუტის კვლევა იტყობინება, 2023 წელს ემიგრანტებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების რაოდენობის 330 730-ის გარდა მიმდინარე წლის განმავლობაში რეგულარული ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა საერთო რაოდენობამ იტალიაში...
საბერძნეთის პოლიციამ არალეგალი მიგრანტების დახმარებისთვის საქმე აღძრა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო reuters-ი ავრცელებს. ბერზენი სამართალდამცავების სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციის 33 თანამშრომელი მას შემდეგ გახდა რაც აღნიშნულმა ჯგუფმა 2019 წლის ივნისში სააბერძნეთის მიმართულებით დაიწყო საქმიანობა და მას შემდეგ საზღვრის გადაკვეთის მინიმუმ 32 ფაქტს გაუწიეს ორგანიზება,...
შვედური მედია ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების შესახებ იუწყება და აქვეყნებს გასული 6 წლის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სხვადასხვა დანაშაულებებში მხილებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მზარდია.
„ტვ4“-ის ინფორმაციით, თუ 2013 წელს შვედეთის ციხეში სასჯელს საქართველოს 90 მოქალაქე იხდიდა, 2018 წელს ეს რიცხვი 252-მდე გაიზარდა. ერთ-ერთმა წამყვანმა შვედურმა სატელევიზო...
































