კომპანია „უნიფეი“ ქართველ მომხმარებლებს თანხის მიღების ახალ, კომფორტულ მეთოდს სთავაზობს. კერძოდ, საქართველოში პირველად მოქალაქეებს შეუძლიათ გახსნან პირადი ევროპული ანგარიში (SEPA), რომელზეც ევროპის 34 ქვეყნიდან თანხას ერთ სამუშაო დღეში, სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. კომპანიის ცნობით, ანგარიშის გახსნა საიტზე მარტივი რეგისტრაციით არის შესაძლებელი და ბანკში მისვლა და რიგში დგომა საჭირო არ არის. თანხის...
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014-2017 წწ) შედეგების შემაჯამებელ კონფერენციას – „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ დაესწრო. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართეს. პრეზენტაციებით წარდგნენ ENPARD-ის ბენეფიციარები, რომელთაც საკუთარ გამოცდილებასა და მათი კოოპერატივების განვითარებაში ევროკავშირის...
„საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“ - ასეთი სტიკერებით გაიყიდება ქართული ღვინო ამერიკაში. საუბარია, მარიამ იოსებიძის მიერ წარმოებულ ღვინო „თავკვერზე“, რომლის 300 ბოთლიც ამერიკაში სწორედ ამ წარწერით გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს. „მაგარი ამბავი გვაქვს, O, MODA, MODA-ს ჩანთით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ, რითაც შეგვიძლია გავაპროტესტოთ ოკუპაცია და...
გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს. https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/930702247098049/  
19 აპრილს ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია იტალიის ქალაქ ბარიში გაიხსნა. ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას, დიპლომატები, ბარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დელეგაცია ესწრებოდა. ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად გააცნეს იტალიის ღვინის მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. გალა-ვახშამზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს „მეღვინეობა ხარებას“, როგორც ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.5405 იქნება. 15 დეკემბერს ერთი დოლარის ფასი 2.5597 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9980 ლარი გახდა
ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ყველა ასპექტზე პასუხისმგებელია. ამიტომ რბილი ზეწოლის საშუალებით უნდა ჩამოყალიბდეს ამ პოლიტიკის ზოგადი ტენდენცია. „ტელევიზორში ვუყურებ საშინელ რეკლამებს. მაგალითად, ვიღაც ქალი რეკლამაში ამბობს, რომ ახლა ავიღე კრედიტი და უნდა გადავფარო სხვა ბანკში კრედიტიო. ე.ი. ხალხს აჩვევენ და მათ ყურს ხედნიან იმისთვის, რომ ადამიანები...
თბილისში დასაქმების მორიგი ფორუმი მიმდინარეობს. 60-ზე მეტი კომპანია დღეს სამუშაოს მაძიებლებს 1000-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს. ფორუმის ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტოა. კომპანიები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებში. წელს ეს მე-14 ფორუმია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ ამ ღონისძიებებს კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა. მხოლოდ წელს...
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწაა. სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ მომზადების ეტაპზეა, ამ საკითხსაც დაარეგულირებს. აშკარაა, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, სახელმწიფო უცხოელების საკუთრებაში არსებული აუთვისებელი მიწების ჩამორთმევას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე პირველად კომიტეტის...
2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალი, ხოლო 59 პროცენტი - კაცია. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი - მსხვილ ბიზნესზე; 22,0 პროცენტი - საშუალოზე; ხოლო...