ბარსელონასა და კატალონიაში ორმაგი გადასახადების დაწესება იგეგმება , ამის შესახებ The Independent წერს. მისი ინფორმაციით კატალონიის ავტონომიის ხელისუფლება, რომლის დედაქალაქიც ბარსელონაა, ტურისტული გადასახადის გაორმაგებას გეგმავს და ახალი რეგულაციით ტურისტებს ბარსელონასა და კატალონიის სასტუმროებსა თუ აპარტამენტებში გატარებულ ყოველ ღამეზე დამატებით 15 ევროს გადახდა მოუწევთ.
2018 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 144.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.3 მილიონით, ანუ 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ცნობით, გაზრდილია ფულადი გზავნილები როგორც დსთ-ს, ისე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან, ისრაელიდან და კანადიდან. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის,...
აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული წერს, რატომ არ სურს საქართველოში სამედიცინო პრაქტიკა. ზურაბ გურული პოლიტიკურ პარალელს ავლებს საკუთარ სტატუსში და აღნიშნავს: „ძალიან ხშირად მეკითხებიან საჯაროდ, თუ რატომ არ მსურს საქართველოში კლინიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამერიკასა და...
  უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ფოთში სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს მართავენ, დღეს უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი შეხვდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა მათი პრობლემები პირადად მოისმინა. უკრაინის 6 მოქალაქე ფოთში ნავსადგურის მოიჯარე კომპანიაში სამუშაოდ მაისის თვეში ჩავიდა. მათი განცხადებით, კომპანიამ დაპირებული თანხის მხოლოდ 10 % გადაუხადა. უკრაინის მოქალაქეებმა მომხდარის შესახებ უკვე მიმართეს პოლიციას და...
კომპანია „უნიფეი“ ქართველ მომხმარებლებს თანხის მიღების ახალ, კომფორტულ მეთოდს სთავაზობს. კერძოდ, საქართველოში პირველად მოქალაქეებს შეუძლიათ გახსნან პირადი ევროპული ანგარიში (SEPA), რომელზეც ევროპის 34 ქვეყნიდან თანხას ერთ სამუშაო დღეში, სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. კომპანიის ცნობით, ანგარიშის გახსნა საიტზე მარტივი რეგისტრაციით არის შესაძლებელი და ბანკში მისვლა და რიგში დგომა საჭირო არ არის. თანხის...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა და დასძინა, რომ კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე 6 ქვეყანაში - აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ჩინეთის სახახლო რესპუბლიკაში დაინიშნებიან. „მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების...
"2016 წელს ისრაელს თავშესაფარი საქართველოს 3500 მა მოქალაქემ სთხოვა; 2017 წელს ეს რიცხვი 1300 მდე შემცირდა და მიმდინარე წელს კი 300 -ზე ცოტა მეტი განცხადება გვაქვს”,- ამბობს ისრაელში საქართველოს საელჩოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ბოლო თვეების სტატისტიკა, ხშირად მოქალაქეების არასწორად ინფორმირების შედეგია.  “არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მოსახლეობის შეცდომაში...
საქართველოს ნაციონალური კერძი "ხაჭაპური" ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა. Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა "პიცის ჰიბრიდს" უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი. გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს...
 მმართველი პარტიის წევრმა და დიასპორის საკითხთა კომიტეტტის თავმჯდომარემ დღეს პრემიერ მინისტრს პარლამენტის ტრიბუნიდან დიასპორული ინვესტიციების ხელშემწყობი პროგრამების ინიციატივით მიმართა: ,,საქართულმა ემიგრაციამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგოც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი, ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა გულწრფელად მზადაა და სამშობლოს კარი მუდამ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი და მონდომება გააჩნია დაბრუნდეს საქართველოში.  მაგრამ ჩვენ...
საქართველოს იანვარში 444,2 ათასზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტია, განაცხადა ბრიფინგზე ორშაბათს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჩოგოვაძემ. იანვრის პერიოდში იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც საქართველოში 24 საათისა და მეტის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დაახლოებით 189,5 ათასია, რაც გასული წლის მონაცემებს 23%-ით ჭარბობს. დროის ამ პერიოდში საქართველოს...